გოგო თუ აღმოჩნდა ჩემი "წერტილი", ნინოს(ნუცა) ვაპირებ, 4 მიზეზით უწევს :დ
კიდე თუ მეყოლა გოგო სიდონია მომწონს, ლილე, თაია...
ბიჭზე კონსტანტინე, გაბრიელი, დემეტრე ან დამიანე
რეზერვში კახაბერი (ნაღდი ქართული სახელია), თორნიკე, რატი, ვაჩე, დაჩი, ბექა ... კიდე წათე, ჯარჯი, თორღვა მომწონს მაგრამ რავი, არა მგონია დავარქვა, ნამეტანი ძველებურია თან მთისაა, და ჩემი შვილის იმერულ გვარს არ მოუხდება
* * *
ჩემმა ნაცნობმა, გვარად ფალიანმა გვარი გადაიკეთა სეტიელად (ადრე სეტიელები ვიყავითო) და შვილს დაარქვა ქარიმანი
ხოდა ქარიმან სეტიელი ყავთ ახლა (გამსახურდიას რომანის "დავით IV აღმაშენებლის" პერსონაჟია)

ერთმა ნაცნობმა ჭავჭავაძემ კი ილია დაარქვა შვილს
ჩემს სოფელში ლომაშვილები ცხოვრობენ და ერთს ვეფხო დაარქვეს
ეს ღადაობაა თუ რა მიმდინარეობაა ვერ გავიგე

მე სოლომონიც მომწონს სახელი, ჩემს პაპის პაპას ერქვა... მაგრამ შემოკლებულ ფორმა სიკოს ვერ ვიტან, სოლიკოც, სოლო, სოლიაც არ ვარგა, ხოდა ამხელა გაშანშვალებული სახელის დარქმევა რავარია
ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ლიბერალიზმისა არის საშინელი ზიზღი და აგდებული დამოკიდებულება საკუთარი ერის მიმართ, რომელსაც თან ახლავს რაღაც უაზრო თავმომწონეობა... @ დოსტოევსკი