როგორია სუპერდედა, შვილის აზრით?
ბავშვები თვლიან, რომ იდეალური დედა აცხობს გემრიელ კექსებს, უფლებას აძლევს მათ, ამოიგანგლონ ჭუჭყში და თამაშობს მათთან ერთად მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში. კიდევ რას უნდა აკეთებდეს მსოფლიოში საუკეთესო დედა, შვილების აზრით, ამას ახლავე მოგახსენებთ.
ბავშვების უმეტესობას სურს, რომ დედა დიდ დროს ატარებდეს მათთან ერთად. სწორედ დედას და სხვას არავის დაჰყავდეს სკოლაში, არ ეჩხუბებოდეს იმისათვის, რომ ისევ დაისვარა მთელი ტანსაცმელი და აძლევდეს ტელევიზორის ყურების უფლებას, მიუხედავად იმისა, ცუდად მოიქცა ის თუ არა. ასეთი დასკვნები გამოიტანეს ბრიტანელმა სოციოლოგებმა მას მერე, რაც ექვსიდან თერთმეტ წლამდე ბავშვები გამოჰკითხეს.
კვლევის ინიციატორი კეტრინ კრაფვორდი ფიქრობს, რომ თანამედროვე დედები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან ისინი ცდილობენ მიუახლოვდნენ იმ იდეალს, რომელიც კინომ და ტელევიზიამ ჩაუნერგათ.
"ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერს ისე არ ვაკეთებთ, - განუცხადა The Daily Telegraph-ს კრაფვორდმა. – იმისათვის, რომ დედიკოებმა ამაზე აღარ ინერვიულონ, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელშიც ბავშვებს ვთხოვეთ, აღეწერათ იდეალური დედა. აღმოჩნდა, რომ იმისათვის, რომ მათი სურვილები დააკმაყოფილოთ, სულაც არ არის საჭირო რაღაც განსაკუთრებულის კეთება".
იდეალური დედა უნდა...
ატარებდეს მეტ დროს შვილებთან (75%);
ეხმარებოდეს საშინაო დავალებების მომზადებაში (73%);
ყოველთვის აძლევდეს ტელევიზორის ყურების უფლებას (71%);
უყვარდეს თამაში (69%);
აწვენდეს შვილებს დასაძინებლად (66%);
იყოს შვილის გვერდით, როცა ის ცუდად გრძნობს თავს (65%);
აცხობდეს გემრიელ ნამცხვრებს (65%);
უკითხავდეს ძილის წინ წიგნს (63%);
ამჩნევდეს და იმჩნევდეს ყველა მის კარგ საქციელს (63%);
უუთოებდეს ტანსაცმელს (62%);
აძლევდეს უფლებას, დაეხმაროს ბავშვი საჭმლის კეთების დროს (60%);
უმზადებდეს სკოლაში წასაღებ ბუტერბროდებს (58%);
ხშირად სეირნობდეს შვილებთან ერთად პარკში (54%);
მაშინვე იქ ჩნდებოდეს, როგორც კი შვილი დაუძახებს (51%);
რეცხავდეს ჭურჭელს და დახმარებას არ ითხოვდეს (49%);
მიჰყავდეს სკოლაში და ატარებდეს მეგობრებთან სტუმრად (43%);
აძლევდეს უფლებას, გაუჩეჩოს თმა (42%);
აძლევდეს უფლებას, ითამაშოს ქვიშაში და დაისვაროს ტანსაცმელი (41%).
http://www.marao.ge/urtiertobebi/bavshvebi...lis-azrith.html