პედიატრების გინების თემა არ არის აქ?
სადმე უნდა ვიგინო.. თუ დამიშლით ბლოგს გავაკეთებ სპეციალურად ამისთვის და იქ შევიგინები

ლამის ნერვოზი დამემართა ბავშვი ცოტას იმატებს მეთქი.. 2 კვირის ბავშვზე ხელოვნურ კვებას მტენიდა ორი სხვადასხვა პედიატრი..
ორი კვირისას ჰქონდა 300 გრამი მომატებული და არიქაო.. ძალიან ცოტააო. აუცილებლად აჭამეთ ჰიპის საკვები და რომ მოიმატებს მერე გადააგდებინეთო.
ღამეები ვათენე და დავტანჯე პატარა, ყოველ ამის გამოწოვას ვითვლიდი და ჭამის დროს წუთებს და წამებს... არ მიმიცია მაინც..
რაზედაც ძალა აღარ ჰყოფნიდა გამოწველა გვითხრა მესამე პედიატრმა და კოვზით მიცემა.. რაღაც რჩევები მოგვცა და სადღაც 500 გრამამდე ვართ ასულები ჯერ 1 თვე არ დაგვიმთავრებია

არადა კი მიკვირდა, ლაწირაკი ჭამის შემდეგ სულ იღიმოდა

. არ ტიროდა, მალევე იძინებდა, ნორმალურად ეძინა და ისეთი ზმორებით იღვიძებდა მე მშურდა..
ისე ვიყავი შეშინებული კინაღამ მთლიანად ხელოვნურზე გადავიყვანე.
დისტრიბუტორები დასვეს პედიატრებად??

აწონვა მეც ვიცი ბავშვის ბლია..
ინტერნეტში მოძიებული მასალების მიერ კიდევ ლამისაა ვიფიქრო რომ საერთოდ ტყემალზე სხედან..
პატივისცემით მონერვიულე მამა..
ქალურ უხერხულ პოსტებს თვალი ავარიდე მაგაზე არ ინერვიულოთ
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------