bastukaვაგინალურად თან უფრო ეფექტურია და გააგრძელე ეგრე

რაც შეეხება სტრიებს და მკერდს: არცერთი სტრია არ გამჩენია და არც არაფერი მიხმარია, ამიტომ ეგ ინდივიდუალურია, თუ მიდრეკილება გაქვს, არამგონია კრემებმა გიშველოს. მითუმეტეს მე 45-46 კილოზე მეტი არასდროს არ ვყოფვარ და ორსულობისას 15 კილო მოვიმატე.
ოო მკერდს რაც შეეხება რძე რომ ჩამიდგა ისეთ დღეში ჩავვარდი ვკიოდი ბოლო ხმაზე, იღლიებში ჯირკვლები გამისივდა და ხელებს ვერ ვამოძრავებდი, სადინარები გახსნილი არ იყო, ბავშვიც ვერ ერეოდა. 2-3 მასაჟი დამჭირდა Dა 3-4 დღე ვიწველიდი, მერე დარეგულირდა, არადა გული მისკდებოდა რომ მეუბნებოდნენ რამოდენიმე თვეში დაგირეგულირდებაო, ასე რომ ეგეც ინდივიდუალურია.
ძუძუს თავები მე კარგი მქონდა, მაგრამ მაინც მტკიოდა წოვას რომ Iწყებდა, ეხლაც მტკივა ცოტა, მაგრამ წამიერად, არაფერი არ წამისვამს ჩემი რძის გარდა.
ასე რომ განეწყვეთ ოფტიმისტურად და ყველაფერი იქნება კარგად