fernandaდავაფიქსირებ განსხვავებულ აზრს

პირველი გაუტკივარებისცგარეშეცგავაჩინე, იმიტომ რომნზეცნობისმოყვარე ვარ უბრალოდ და ერთადერთი რაც ცუდად მახსოვს გაკერვაა-ჩახევა თავიდა ბოლომდე მეანის ბრალი იყო თან. მშობიარობაში ქმარი მეხმარებოდა და მხოლოდცდასაწყისშიბ20 წუთით იყო გასული და ის ტკივილი მახსოვს, მარტო დარჩენილსცშემეშინდა და ეგ ყელის გახსნასაც ართულებს და ტკივილსაც ამძაფრებს. მითქვამს : ამ ტკივილის მერე მეორეს როგირ აჩენენ მეთქი და დაგავიწყდებაო. მართლა იზრუნა ბუნებამ. როგორც კი ბავშვი დაიბადა, ოქსიტოცინმა ეტყობა, წამში დამავიწყა ყველაფერი, ნუ ობიექტური მიზეზიც -ბავშვი მეჭირა აბსოლუტური საოცრება. პლიუსი ის არის ბუნებრივის, რომ შესაძლებელია ბავშვთან ერთად იყო რთულ დროსაც, როდესაც ის საკმაო განსაცდელშია და როგორც წერენ ნეონატალოგები და ფსიქოლოგები, ამ დროს ბავშვზე ზრუნვა და თანაგრძნობა, მნიშვნელოვანია სამშობიარო პროცესის სწრაფად და ნაკლები ტკივილით წარმართვისთვის, ასევე ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისო. პურველი პუნქტი გამოვცადე და ვადასტურებ

მალე ჩაიარა ჩემთან ყველქფერმა და ჭინთვებსაც სრულფასოვნად ვაკონტროლებდი. მითხრეს თავი არ დაზოგო," გამოაგდეო" მე3 ჭინთვა იყო ჯერ და იმავეზე, ჩახევების ფასად, დაიბადა. აი, მეორეს რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვუშვებ ალბათობას და ესეც უკვე საკმარისია ჩემთვის. თან ჩაატარეს საკმაოდ დიდი კვლევა, ბავშვები ჰიპნოზის ქვეშ იხსენებდნენ მშობიარობას, დეტალებში მოყვნენ საკუთარ განცდებს და ფიქრებს. ასე რომ, შეიძლება ჩემი ჩართულობის დონესაც გრძნობდეს. რაც შეეხება ეპიდურალურის მინუსებს, ხშირად ჭინთვა წინასამშობიარო ტკივილის შემდეგ, თუკი მგრძნობელობა აღდგა იმ მომენტისთვის, შეუმზადებელზე, უფრო რთული გადასატანია, ვიდრე ჩვეულებრივ. იმ შემთხვევაში კი, თუ ანესთეზიის მოქმედება გრძელდება, ხდება ისე,ც, რომ ქალი ვერ აკონტროლებს სრულფასოვნად პროცესს, რაც ახანგრძლივებს ამ პერიოდს. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია ისევ და ისევ. მესმის, ცუდზე ფიქრი არავის უნდა, მაგრამ ეპიდურალურის შემდეგ წელის ტკივილებიც რჩება ხოლმე. ჩემს მეგობარს დარჩა და მამინაცვალსაც. ნუ ეგ არ მშობიარობდა, ბუნებრივია

ასე რომ, ჩ3მი აზრით, თუ შიშებთან გამკლავებას შეძლებ და ქმარსაც შეუძლია შენთან იყოს და წელის მასაჟი გიკეთოს, რომელიც ძალიან დამეხმარა მე მაგალითად, მაშინ ძალიან ბევრი პლიუსი აქვს გაუტკივარებაზე უარს. თუკი ჩვენ არ შევუშლით ხელსვამ ბუნებრივ პროცეშ დაძაბვით, პოზებს ხშირად შევცვლით, გრავიტაციას დავიხმართ და არა ვიწვებით პასიურად,, თუ მოგვწყურდა დავლევთ და თუ დავიღლებით ცოტას შევჭამთ, არც დიდხანს გაგრძელდება წესით და არც გამოიფიტება ქალი. ნეგატიური კი ყველაფერი მაინც დაგვავიწყდება, დაბადება მაინც ზღაპრულ მოგონებად რჩება ) ადრე ვენურ ანესთეზ7ასაც რეკომენდაციას უწევდნენ, მერე სპინალურს, მერე ეპიდურალურს, ახლა გადადიან პრაქტიკაზე - ეპიდურალური მხოლოდ ჩვენების არსებობის შემთხვევაში. პანიკური შეტევები, თან თუ ვერ მოახერხა ქალმა და რელაქსაციის ტექნიკებუ ვერ დაამუღამა წინასწარ, კი არის ალბათ ჩვენება. ეგ კი არა, მაშინ იძულებით საკეისროსაც კი აკეთევენ, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვს დაუზიანოს პანიკაში ქალმა რამე. მეც ოქტომბერში ველოდები და ბრექსტონ-ჰიქსი უკვე მტკივნეული მაქვს, სულ მგონია, იწყება და აღმოჩნდა რომ მაგრად მეშინია

არადა აზარტიც მაქვს. მაინტერესევს წინაზე უკეთ თუ გავართმევ თავს და რამდენად შევძლებ გავიყუჩო ბუნებრივი გზებით

კიდევ დავამატებ და ვსო : თუ მთელი მშობიარობისას ქალი ახერხებს ბავშვზე ფიქრს, თანაგრძნობას, დედობრივი სი5ვარულით იღწვის ერთი სიტყვით, გამოიყოფა ბუნებრივი გზით ოქსიტოცინი, ყოველგვარი დამაჩქარებლის ინიექციის გარეშე. ესეც აჩქარებს პროცესს და ბუნებრივი გამაყუჩებლის ფუნქციაც აქვს. გთხოვთ ოქმში შეიტანოთ ჩემი განსხვავებული აზრი

))))