კაი გამარჯობათ

ვეძებ ძიძას.კეთილი და პატიოსანი უნდა იყოს,ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.
ბავშვები ორნი არიან: 5წლის და 10 წლის.10 წლის რასაკვირველია დადის სკოლაში,5 წლის ბაღში არ დადის...რთული ბავშვები არ არიან,არც მარტივი,ჩვეულებრივი რაა,როგორიც უნდა იყვნენს ალბათ ისეთი

ძიძის მოვალეობები :
საჭმლის გაკეთება(ძან რთულ კერძებს არ ვთხოვთ,მაგრამ მინიმალურად მაინც უნდა ეხერხებოდეს)
სახლის დალაგება: ლოგინი,სათამაშოები,თეფშები,ტანსაცმელი, იატაკების მოწმენდა და ამდაგვარები (ჰაი კლასი არა,მაგრამ მინიმალურად მაინც,ანუ ზარმაცი არ უნდა იყოს)
ბავშვების გართობა ეს თავისთავად,გარეთ გასეირნება და ცოტა მაინც სწავლა-აღმზრდელობითი მუშაობა(გაკვეთილების ცოდნის გადამოწმება უფროსთან,უმცროსთან ელემენტარული სკოლამდელი წამუშავება)
ძირითადი მოთხოვნები ესაა და დანარჩენი წვრილმანები რაც უნდა აკეთოს ძიძამ ეგენიც,ყველაფერი შეიძლება არ გამახსენდა ახლა.თუ რამე გამომრჩა შემისწორეთ,თუ რამე ზედმეტი მოვითხოვე ეგეც შემისწორეთ
ჩვენი პირობები:
ვცხოვრობთ თავისუფლების მოედანთან,ცოტა ქვემოთ სანაპიროსკენ.
ძიძის დახმარება გვინდა 1 კვირა(ზედიზედ ყველა დღე) მერე 1 კვირა არა.ანუ თვეში დაახლოებით 2 კვირა გამოდის.
გადავიხდით 300ლარს
574441838 ამ ნომერზე შეგვეხმიანეთ
ყველას ვინც გამოგვახმაურება წინასწარ დიდი მადლობა

P.S. დარწმუნებული ვარ ვისაც მირჩევთ აუცილებლად კარგი ადამიანი იქნება,მაგრამ პააატარა კონკურსივით მოწყობის სურვილიც გვაქ,ანუ ეგრევე პირველივე შემოთავაზებას შეიძლება არ დავსთანხმდეთ.თქვენც ხომ ეგრე მოიქცეოდით?

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წინასწარვე!