ჩემს მეორე ბავშვზე 24 კვირის რომ ვიყავი გულის მანკი მითხრეს
აი ვერ ავღწერ ეს რა იყო, 1 კვირაში გადავამოწმე თბილისში შარიქაძესთან +ჯოენის კლინიკაში, მანამდე სამსახურის გამო ვერ მოვახერხე
ის 1 კვირა იყო კოშმარი, ღამე მეღვიძებოდა და ჩუმად ვტიროდი რომ ქმარს არ გაეგო
ვფიქრობდი რომ თუ დადასტურდებოდა ხელოვნური მშობიარობა უნდა გამეკეთებინა, აი არავის ვუსურვებ იმის გამოვლას რაც მე გამოვიარე
საბედნიეროდ ყველაფერი კარგად იყო და გადავრჩი ამ მანიპულაციებს, თუმცა მეჯერა რომ დადასტურდებოდა და იცით რატომ?
როცა დავფეხმძიმდი ბრონქების ანთება მქონდა და ანტიბიოტიკებით ვმკურნალობდი+ოვულაციის დღეს მაქვს განაკეთები რენდგენი
ჩემი გამოთვლით არ უნდა დავფეხმძიმებულიყავი, რადგან საათივით მქონდა აწყობილი ოვულაცია, მაგრამ ფაქტია რომ მოხდა
მაშინაც მირჩია ექიმმა რომ მომეცილებინა და არ გამერისკა გაჩენა, მეორე ბავშვი იყო, მაგრამ ვერ შევძელი მისი მოკვლა, როცა მეორედ მივედი ექიმთან უფრო კონკრეტულად რამე გადაგვეწყვიტა ქმარიც გავიყოლე და ვკითხე რა შანსი იყო რომ ავადმყოფი გამოვიდოდა, 90% კარგ ბავშვს აჩენსო, ჰოდა მეთქი მეც გავაჩენთქო
7 კვირის ფეხმძიმე გაზით მოვიწმლე საზიზღრად, აი ისე რომ ცოტაც და მოვკვდებოდი, არ ვიცოდი რითი ვიწამლებოდით, მე ორსულობას ვაბრალებდი, მეუღლის ცუდად გახდომას ახალ გადატანილ რემონტს და მის ფიზიკურ დაღლილობას, ბავშვმაც რომ აღებინა იმ დილით მერე მივხვდით რეალური მიზეზი
+ იმ პერიოდში დედამთილი მომიკვდა, მართალია მასზე თავი კი არ მომიკლია

მაგრამ გინდა არ გინდა ბევრი სანერვიულო შემხვდა ამ საქმეზე იმდენი რამე იყო მოსაგვარებელი და ჩემი გასაკეთებელი
ასე, რომ იმდენი რამ გადავიტანე, რომ სადღაც დავიჯერე რომ ბავშვს მართლა შეიძლებოდა ჩამოყალიბებოდა გულის მანკი და თუ დადასტურდებოდა ნამდვილად არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებდი
მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩით და უჯანმრთელესები ვართ

არც მე გამომეკიდოთ
This post has been edited by tikusha on 23 Oct 2013, 15:09