გამარჯობათ გოგოებო.. ახალი ვარ ამ თემაში და საკითხში

) 5 წელია გათხოვილი ვარ და აქამდე არ დამდგარა ორსულობა.. ვსწავლობდი თან და ახლა გადავწყვიტეთ რომ არის დროს უკვე.. მეუღლემ გაიკეთა სპერმოგრამა და ექიმმა ფაქტიურად იდეალური პასუხიაო

) მე გავესინჯე გინეკოლოგს გამსინჯა ხელით, სარკით, ავიღეთ ნაცხის ანალიზი, გადავიღეთ ეხო და ვაგინალური ეხო.. არის ამ ეტაპზე ასეთი სურათი.. არის პატარა ანთებითი პროცესი, საშვილოსნოა გადახრილი უკან (თუმცა ეს არ არის საშიშიო მითხრა), მენსტრუაციის მოსვლიდან მე 11 დღე იყო და ფოლიკული არ იყო გამსკდარი, იყო რაღაც კისტასავით, თვითონ თქვა ეს ძველი მონარჩენია და უნდა გავიწოვოთო.. ასევე დამინიშნა ჰორმონის ანალიზები TSH, პროლაქტინი, DHEA, პროგრესინი (მენსტრუაციის მოსვლიდან მე3 დღეს ანალიზები და მე11 დღეს ფოლიკულის მონიტორინგი) .. ასევე წამლები, ანტიბიოტიკია, სოკოს წამალი, და დუფასტონი (ვერაფრით ვერ მივხვდი რისთვისაა ) .. ასევე შემდგომ მილებსაც გამოვკვლევთო.. მოკლედ მაინტერესებს თუ მივდივარ სწორი მიმართულებით მკურნალობის მხრივ? და რაიმე საგანგაშო და საშინელება რომ ყოფილიყო თუ გამოჩნდებოდა ამ პროცედურების მერე? მეშინია ძალიან რაღა დაგიმალოთ