გამარჯობათ გოგოებო, თქვენი აზრი მაინტერესებს და ასევე გამოცდილების გაზიარებაც.
ამ თემის საკმაოდ ძველი წევრი ვარ... უბრალოდ ერთ ხანს გადავწყვიტე საერთოდ არ მეფიქრა ამ თემაზე, არც ექიმებზე, არც წეროს მოლოდინზე, იქნებ ასე უფრო მოვიდეს-თქო. მართალია ცოტა დავმშვიდდი და სტრესიც მომეხსნა, მაგრამ რადგან შედეგი მაინც არ არის, კვლავ განახლებული ძალებით შევუდექი ექიმთან ვიზიტებს, კონსულტაციებს, ანალიზებს, გამოკვლევებს და ა.შ.
ექიმმა დამინიშნა მილების გამოკვლევა კონტრასტული სითხით. 2 წლის წინ შემოწმებული მაქვს რენდგენული მეთოდით, მაგრამ ჩათვალა რომ ეს საკმარისი არ არის. ასევე ვაგინალური ეხოს შემდეგ ეჭვი აიღო ენდომეტრიოზზეც.
რადგანაც მაქვს მიომატოზური კვანძები, ვაგინალურ ეხოს 6 თვეში ერთხელ ვიტარებ და მუდმივად ვაკონტროლებ კვანძების მდგომარეობას. ბოლოს, მაისში გავიკეტე ეხო მათითაშვილთან. მან მითხრა რომ საშვილოსნო სრულიად მოკრიალებულია, თუ არ ჩავთვლით ამ კვანძებსო, რომელიც დაორსულებაში არ გიშლის ხელს არანაირად, იმიტომ რომ საშვილოსნოს გარეთ არიან, ანუ სტრატეგიულ ობიექტებს არ ეხებიანო

იგივეს მეუბნებოდა ყოველთვის ყველა სხვა ექიმი. ასევე მითხრა რომ თუ ძალიან მინდა ლაპარასკოპიის გაკეთება, უმარტივესიაო, მაგრამ რადგან უკვე 36-ის ხარ და ლაპარასკოპიის მერე 1,5 წელი თავი უნდა დაიცვაო (ეს გამიკვირდა, რადგან 3-6 თვეზე მეტს არავინ არ ამბობს), ამიტომ არ ღირს ამის გაკეთება, მიტუმეტეს როცა არაფერში ხელს არ გიშლის ეს კვანძებიო. ფოლიკულიც თავისით იყო გაზრდილი და გასასკდომად გამზადებული. (მაგქვს მოწესრიგებული ციკლი და მადლობა ღმერთს, ამ ასაკში რეგულარული ოვულაცია). რაც შეეხება ჰორმონებს - პროლაქტინს, ფოლიკუმასტიმულირებელს, ტსჰ, ესენიც ნორმაში. ენდოკრინოლოგის კონტროლის ქვეშაც ვიმყოფები.
მოკლედ ჩემმა ახალმა ექიმმა აიღო ეჭვი ენდომეტრიოზზე, საშოდან ნაცხის აღების დროს გაუჩნდა ეჭვი პოლიპზე, ყელთან ჩანსო და მერე სპეციალური აპარატით ვნახავო და ციკლის მერე დამინიშნა მილების კონტრასტული სითხით გამოკვლევა. (ხო, კიდევ ახლა ბოლო ვაგინალურის დროს გამოჩნდა რომ ფოლიკული ახალი გამსკდარი იყო, ანუ ოვულაცია მოხდა).
მაინტერესებს, როცა ციკლი მოწესრიგებულია, როცა ოვულაცია ხდება რეგულარურად, რამდენად შეიძლება არსებობდეს ენდომეტრიოზი, ასევე პოლიპი. ან თუ არსებობდა, ნუთუ მათითაშვილს გამოეპარა და ვერ დაინახა მაისში, ან მაისის მერე გაჩნდა ასე მალე ორივე ერთად?
ან თუ დავუშვათ გაჩნდა, არ ჯობია პირდაპირ ლაპარასკოპია გავიკეთო და გამორიცხვის მეთოდით ცალ-ცალკე აღარ გამოვიკვლიო მილები, ყელი და ასე შემდეგ? იმიტომ რომ თუ დადასტურდა პოლიპი, ალბათ მაინც დაჭირდება ოპერაციული ჩარევა, სხვანაიარდ როგორ მომაცილებენ და ამდენი თანხების ხარჯვას ერთი ლაპარარასკოპია არ ჯობია? მილებსაც მიხედავენ თუ პრობლემა იქნება, პოლიპსაც მოაცილებენ და კვანძებსაც, მით უმეტეს საშვილოსნოს არ ეხება და მოცილება ადვილია. უბრალოდ რადგან მათითაშვილმა მითხრა, 1,5 წელი თავის დაცვაო, ამიტომ ამოვიგდე თავიდან ლაპარასკოპია.
ნუ მე აქამდე ვფიქრობდი, რომ უფრო მეუღლის პრობლემა იყო ჩვენი უშვილობის მიზეზი, რადგან აქვს ცუდი სპერმოგრამა, მკურნალობს, მაგრამ შედეგი რომ არ არის, სახეზეა.
მომწერეთ რამე, გამომეხმაურეთ, ძაან არეულდარეულად დავწერე ყველაფერი, იმედია აზრს გამოიტანთ

ნინო შ. - ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს ვიცი

, როცა გეცლება იქნებ მომწერო ამ ყველაფერზე შენი აზრი
This post has been edited by T-E-0 on 28 Oct 2013, 18:13
waiting for...