tamunia_zდარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი მოგვარებადია, ეს უბრალოდ ძალიან დიდი გამოცდაა შენი და შენი მეუღლისთვის, რომელსაც ძალიან მალე ”ჩააბარებთ”, ეს ასე ხდება...
მე სამი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ გამიჩნდა გიორგი, ჩემი ცელქი და მოუსვენარი ბიჭი, პატარა ”აკიმი”, ჩემი ვაჟკაცი, მეც ვაფიქსირებ და სხვებიც მეუბნებიან რომ ალბათ ამის ბრალია რომ ასე გაგიჟებით მიყვარს და ბავშვსაც რაღაც საოცრად და სხვანაირად ვუყვარვარ, უფრო ”სხვანაირი” დედა ვარ, ყველა ასეთი ”სხვანაირი” დედაა ვინც ასე დიდხანს და წვალებით ელოდება პატარას

ეს გამოცდაა, რომელიც უნდა გადავლახოთ ყველა ამ ჯგუფში მყოფმა გოგომ

არ მინდა გიორგი დედისერთა იყოს, მინდა ყავდეს დედმამიშვილი, ამიტომ არ ვტოვებ ამ ჯგუფს, მეც თვქენი წევრი ვარ ისევ და ისევ

გიორგის მერე კიდევ 2 შეწყვეტილი ორულობა მქონდა, ოღონდ უკვე დიდ ვადაზე... დღემდე არ ვიცით ჩემი 5 შეწყვტილი ორსულობის მიზეზი... განვიცდი თავისთავად, გული მტკივა... მაგრამ მაინც მჯერა რომ კიდევ გავხდები დედა

რწმენა მაძლებინებს და მაძიერებს ძალიან

მართალია ”შემოტევებიც” მაქვს ხოლმე... მაგრამ ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ”შემომილაწუნებს” ხოლმე და ისევ ისეთი მომლოდინე მაიკო ვრჩები

ცხვირი არ ჩამოვუშვათ გოგოებო, გავხდებით დედები, 21-ე საუკუნეში უშვილო ქალი არ არსებობს, მე მჯერა ამის!