anchoancho123deadeo1988pleitagarfield1ver_gamigebსაინტერესო დისკუსიაა, გამეცინა სიმართლე გითხრათ

ერთი - ყველა ორსული ჩვენსას ვუბერავთ და ვცდილობთ ათასი მოსაზრებით დავამტკიცოთ ის, რაც ჩვენ და ჩვენს ჰორმონებს მიაჩნია სწორად : )))
მეორე - აქ არავინ ამბობს მე მგონი რომ ან მაკდონალდსია აუცილებელი ბავშვისთვის ან შოკოლადიანი კექსები, მაგრამ თუ იმასაც ჭამ, რაც ბავშვს ჭირდება (ნეტა შემეძლოს) და პლიუს ამას რამე გინდება და ჭამ, ამაში ცუდი არაფერი არაა. ასე იუქნება თუ ისე - მოიმატებ და 15 თუ 20 ამას არა აქვს გრანდიოზული მნიშვნელობა. კი ბოლო თვეში (და მანამდეც ბევრ შემთხვევაში) აკონტროლებენ ორსულის წონას, რომ ბავშვმა ისე არ მოიმატოს რომ საკეისრო ჩვენება არ იყოს მარტო ამის გამო. მეც მითხრა ბოლო ექოზე მერვე თვეს რომ ვასრულებდი კახამ, 15 კილო რო მოიმატე რას ჭამდი ამდენსო და ფრთხილად იყავი, თვე და 10 დღე დაგრჩა და ასე თუ გააგრძელე, 4ს მინიმუმ მოიმატებ კიდევო და მშვენიერი მენჯი გაქვს და მაგის გამო საკეისრო არ დაგჭირდესო, მაგრამ მაწონი და ვAსლი არავის დაუნიშნავს

ზურასთან რომ ამიშვა ქეთიმ, ერთი რაც მითხრა ზურამ, ეცადე მარილი ნაკლები ჭამოო, ისეირნო ყოველ საღამოს და არ დაიტვირთოო. რა თქმა უნდა ყველა ექიმი გირჩევს როგორც კი კვებაზე ჩამოვარდება საუბარი რომ შემწვარი მოხრაკული და ცომეული არ ათოხლაო მით უმეტეს შუაღამისას, მაგრამ ეგრე იმასაც გირჩევენ რომ არ ინერვიულო - გამოგვდის? აააააარაააა : )))) ამიტომ თუ ჩემსავით არ გაქვტ აუტანელი ტოკსიკოზი და თქვენით შეგიძლიათ გადაწყვითოთ რა ჭამოთ და როდის - მიიღეთ ბავშვისთვის სასარგებლო საკვები და ასევე მიიღეთ ბავშვისთვის სასარგებლო ემოციები - ანუ ჭამეთ ისიც რაც თქვენ გინდათ : ) აქ არაა საუბარი მაკდონალდსზე ყოველ დღე, ასეთ სიბინძურეს (უკაცრავად მათთან ვინც მოყვარულები ხართ) უნდა ვერიდოთ ცხადია მაგრამ ხანდახან ძალიან რომ მოგინდება -ა რ დაგღუპავს არც მაკი - ქამ ონ
კექსები, სახლში გამომცხვარი თან და გემრიელობები კიდევ აუ ნეტა მიყვარდეს და შემეძლოს, უF რა გემრიელად შევჭამდი : )))
უბრალოდ რაღაც ზღვარი არსებობს ჩემი აზრით, პლანი არ უნდა მოწიო ახლა რომ მოგინდეს

და არც სიგარეტი ჩემი აზრით. ანუ არის რაღაც რაც პირდაპირი ჩვენებით არ არის საურველი და მორჩა. და ის თემა, რომ ნერვიულობას ჯობია მოვწიო - არის ისევ და ისევ - ორსულის თვითგამართლება.
დიეტა იმისთვის რომ არ გასუქდე - სისულელე

მე ტოკსიკოზი მქონდა მთელი 8 თვე - კი მოვიმატე 15 კილო, საიდან არავინ იცის ))
ჩემმა დაქალმა 32 კილო მოიმატა ბატონო, ისიც 5 თვიდან 9მდე. მანამდე დაიკლო პირიქით. დაგორავდა. ისტერიკა ემართებოდა მაცივარში ტარხუნის ლიმონათი თუ არ იდო - ასეთი წიკი რცოა გაქვს ვერაფერს იზამ და სვამდა ამ გაზიანს. იმის იქეთ ცდილობდა ეჭამა ხაჭოც და ხორციც. გააჩინა, დატოვა 20 კილო სამშობიაროში და დანარჩენი დაიკლო ნელნელა.
მოკლედ - ყველაფერს ცხადია ისე ვერ გავაკეთებთ როგორც საჭიროა - მაგრამ თU ვინმეს შეუძლია - მისასალმებელია და ტაკ ძერჟაც!

და ვისაც არ შეგვიძლია - პრიორიტეტებზეა ყველაფერი , დავალაგებთ ისე, როგორც ექიმი გვეტყვის და როგორც შეგვიძლია და სმს-ებიც რაზეც მეტი მოვა და ისე მოვიქცევით
anchoancho123შენ რაც შეგეხება, გაითვალისწინე რომ მშობიარობიდან ქალის ორგანიზმს 8 თვე სჭირდება რომ ჰორმონები დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას და ორგანიზმმა ისე აღიქვას დიეტა, როგორც ვთქვათ ორსულობამდე.
მე მაგალითად 8 თვე დავდიოდი მგონი ისევ ორსულივით, არც მიცდია დაკლება სიმართლე გითხრა და ძაანაც ცუდი, მაგრამ არ ინერვიულო უბრალოდ თU მალე არ მიიღებ შედეგს. და გახსოვდეს, რომ შენმა ქმარმაც და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ახალნამშობიარები ქალი მოდელის ტანზე ვერ იდგება : ))) არ ინერვიულო მაგაზე, ისედაც მშობიაორბის შემდგომი დეპრესია გაქვს ახლა - ამიტომ მიხედე შენს პაწაწას, იკვებე ისე როგორც მისთვის არის საჭირო და არ დაისტრესო, რძით გადასცემ მაგას შენს პატარას ხომ იცი

დამიჯერე რაც უფრო მოეშვები უფრო დაიკლებ თავისით. ასე ორგანიზმს უფრო აწვალებ. ჩემმა მეგობარმა მაისში გააჩინა და არც უდიეტაი, არადა აი თU დამიჯერებ მაგაზე არანორმალურს და დისტროფიის მოყვარულს ვერ ნახავ მსოფლიოში. ნებისყოფა აქვს თან პიკი და ყველას გვეგონა გააჩენდა თუ არა ამოიკერავდა პირს : ))) მაგრამ ისე მიეწყო რომ ერთ დღესაც დააფიქსირა რომ იკლებს

შეეშვი, მოდუნდი და ნახავ, უფრო მალე მიიღებ შედეგს :*
This post has been edited by Tak on 5 Nov 2013, 12:58
Whether you think you can or you can't - you're right.