ვაიმე, ვერ ვხვდები, რატომ უნდა გინდოდეს გაიგო ყველა დეტალი, როგორ ცხოვრობს ახალი ცოლ-ქმარი, ჩემს შემთხვევაში იმ დონემდე დიდი იყო ინტერესი, დილის 8 საათზე გვაღვიძებდა ტელეფონი, სანამ არ გავაუქმებინე ნომერი საერთოდ...ლამის რა ფერის ტრუსები გვეცვა და რა პოზაში გვქონდა სექსი ეგეც აინტერესებდათ...
მე ძალიან რთულად გადავიტანე ეგ ეტაპი, თან ბათუმში... არავინ მიწყინოს, მაგრამ ვინც აჭარაში ცხოვრობს არ აქვს მნიშვნელობა საიდანაა, იქაურ შეგნება-გაგებას იღებს...
იმდენად ცნობისმოყვარე და მოცლილი ხალხია, ვგიჟდებოდი რაა...მთელი ჯიშ-ჯილაგი მაკონტროლებდა მგონი და სტუმრობებიც ოჯახებით იციან, ვაიმე ეს რა იყო...თან დროებით ვიყავით იქ და ჩემი ქმარი მამშვიდებდა, სულ ცოტაც გაუძელი, ამათ ვერ შევცვლიო...
პირველად რომ ჩემი და ჩემი ქმრის თეთრეული გარეცხილი დამხვდა, მივხვდი, რომ ჩუმად ვეღარ ვიქნებოდი, ამას + ოქროს ვერ ვხმარობ და ეგ ხომ სალაპარაკო თემა იყო, რას ქვია ჩვენს რძალს ოქრო არ უკეთია

პიკი იყო გინეკოლოგთან ვიზიტი რომ შემომთავაზეს, თან ორი უნდა გამყოლოდა ერთად

იმდენი ქნეს მაინც გაიგეს ვინ იყო ჩემი გინეკოლოგი და მიაკითხეს, რა ხდება რატომ არ უნდა ჯერ შვილი, გვიშველეთ რამე, არ მიცეთ კონტრაცეპტივებიო
რომ ავუშვი აფრები თქვენი დედაცთქო და კი ვცხოვრობთ ტკბილად