sopo1977გოგო თავს არ ვიქებ მარა ძაან სასწაული ორიენტაციის უანრი მაქვს, ერთხელ თუ კარგად ამიხსნეს ეგრევე ვაგნებ, ხოდა წინაზე მივაგენი მურმანს, ეხლაც ეგრევე იქ მივედი და მერე ბებეტოც უცებ ვიპოვნე.

დედაჩემი და მამაჩემი გამოშტერდნენ.

ნუ მამაჩემის ყოფნა არ გაგიკვირდეთ, უბედნიერესი დამყვება უკან.

და ყველაფრის ბევრის ყიდვას მაძალებს. ემზადება პაპობისთვის. არადა ჩემ მშობლებს რომ უყურებენ ხოლმე არავის ჯერათ რომ მე ამათი შვილი ვარ. ისე ახალგაზრდულად გამოიყურებიან მომავალი ბებია პაპა.

გოგო მურმანს წუხელ ჩამოსვლია რარაცეები ხოდა კი ქონდა მარა ამოსალაგებელი იყო და წვალობდა ბევრს. ერთი ეგ იყო რომ ბოდეები ბიჭების ქონდა უფრო ემტი ვიდრე გოგოების, და ყველა 3-6 ტვე და ზევით. მარა მაინც ავარჩიეთ ლამაზები და საყვარლები 0-3 თვე. პილიონკები ქონდა კარგები, კიდევ ბავშვის გასამშრალებელი პილიონკასავით პირსახოცი, მართლა მომეწონა, კაი რაღაცაა ძაან. რბილია და კარგად უნდა შეიწოვოს წესით, ეგრევე პირსახოცით ცოდოა ესე პატარა რომ გავამშრალო. კიდევ ძაან კარგი წყალგაუმტარი პილიონკები ქონდა და ძაან ვნანობ რომ ერთი ავიღე. ვითომ დაბანის დროს არადა გამოსაცვლელადაც კაია ეგ. დავამატებ კიდევ. პოლზუნკები ქონდა კარტერსის კიდე ძაან საყვარლები. რავი კმაყოფილი წამოვედი მურმანისგან.
ნუ ბებეტო მომეწონა ძაან ძაან. ადიელა ავიღე უსაყვარლესი, ხარისხი ნამდვილად განსხვავდებოდა იმეებისგან რაც გარშემო იყიდებოდა. ფეხიანი შარვლები ქუდები ნასკები, ყევლაფერი ძაან კაი აქვთ მაგრამ ვაღიარებ არც ისე იაფია. საბოლოო ჯამში არც ისე ბევრი რამე კარგად ბლომად დაჯდა.

კიდევ ლოგინი მაინტერესებდა და რაც მომეწონა ბებეტოსი ერთი 150 ღირდა და მეორე 200. მაგრამ მართლა კარგები იყო ძალიან, ხოდა მაგას საწოლზე რომ გავალ მერე ვიყიდი. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ რომ ვუყურებ ჩემ საწოლზე გაშლილ ამდენ ფერად რამეს.