chudnicaგრიპის ვაქცინა ყოველ წელს შედგება წინა წელს არსებული ვირუსების შტამებისგან

თუ რამე ახალი შტამი/ვირუსი გაჩნდა რათქმაუნდა ვერ დაგიცავს ის ვაქცინა

გრიპის ყველა ვაქცინა ფასიანია. პატარების აცრებს რაც შეეხება (დიფტერია/ტეტანუსი და ა.შ.) დაცვით ორივე გიცავს უბრაოდ განსხვავება რეაქციებშია, შანსი ნაკლებია რო ფასიანით აცრილს რეაქცია ჰონდეს ვინაიდან უფრო გასუფთავებული და დამუშავებული ვაქცინებია რაც შესაბამისად უფრო ძვირი ღირს.
რით განსხვავდება უფასო აცრა ფასიანისაგან?
დაახლოებით 140 ლარის ღირებულების ერთი ვაქცინა, რომელსაც ბავშვებს ორი თვის ასაკიდან უკეთებენ, ექვსი დაავადების (დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰეპატიტი B, ბ ტიპის ჰომოფილუს ინფლუენცა და პოლიომიელიტი) საწინააღმდეგო კომპონენტს მოიცავს.
ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის აუცილებელი ე.წ. უფასო ვაქცინა კი, 140 ლარის ღირებულების ვაქცინისგან განსხვავებით, ერთ–ერთი დაავადების, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კომპონენტს არ შეიცავს.
პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა სახელმწიფო უფასო პროგრამის ფარგლებში ცაკლე, სითხის ენაზე დაწვეთების ფორმით კეთდება.
ენაზე დასაწვეთებელი პოლიომიელიტის ვაქცინას, რომლის ათდოზიანი ერთი ამპულის შემოტანაც, 2010 წლის მონაცემით, ტრანსპორტირების ხარჯების გარდა, სახელმწიფოს 1.65 აშშ დოლარი დაუჯდა, „ცოცხალ“ (სადაც ვირუსები დახოცილი არ არის) ვაქცინას უწოდებენ. 140– ლარიან აცრაში შემავალი პოლიმიელიტის კომპონენტს კი– „მაღალგაწმენდილს“.
„ყველა ქვეყანა, რომელიც აწარმოებს მაღალგაწმენდილ ვაქცინებს, ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს უსაფრთხო ვაქცინის შექმნაზე, რადგან იმისთვის, რომ ვაქცინა იყოს დაბალრეაქტოგენული (უსაფრთხო) და მაღალიმუნოგენური (მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტი), ის გადის უამრავ ფიზიკურ და ქიმიურ პროცესს, გამოიყენება მაღალი ტექნოლოგიები, რაც ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება. აქედან შეიძლება ლოგიკური დასკვნის გამოტანა: მაღალგაწმენდილი ვაქცინა ძვირია და პირიქით, დაბალგაწმენდილი - იაფი. ვაქცინის გასუფთავება პირდაპირპროპორციულ კავშირშია მის ფასთან.“– აღნიშნავს პედიატრი, ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი და ამჟამად ფარმაცევტული კომპანია ჯი –პი სი–ს ვაქცინოლოგიისა და იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა აბრამიძე.
ორივე ვაქცინა, ე.წ ფასიანი და უფასოც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ და ლიცენზირებულ ვაქცინათა ნუსხაში შედის. მათ შორის განსხვავება აცრების რაოდენობაში და შესაძლო გვერდითი მოვლენების სიმცირეშია. აგრეთვე, ნაკლები რაოდენობის ჩხვლეტა და მინიმუმამდე შემცირებული გვერდითი მოვლენა –ეს ის ძირითადი უპირატესობებია, რომელიც ფასიან აცრას ე.წ უფასო აცრისგან განასხვავებს.
This post has been edited by Dido on 12 Nov 2013, 17:01