LTB1948მაგიტომაც ვართ აქ რომ ერთმანეთს ამოვუდგეთ მხარში, შენ თუ გშველის წერე და იწუწუნე რამდენიც გინდა

მთავარია ნერვებმა არ აგიტანოს. კარგია ვამელანს რომ სვამ, მეც მშველოდა. ყველაფერი კარგად იქნება პარასკევს აი ნახავ. კარგზე იფიქრე
marikunebiსადაც გაიკეთე იმ ლაბორატორიის ნორმას გააჩნია მარიკუნა, გვერდით არ უწერია ფურცელს? მე არ მაქვს ჩემი ანალიზები ახლოს თორემ ჩემსაშიც ჩავიჭყიტებოდი დაგეტყოდი რამდენი მქონდა,
უტროჟესტანი კაკრას პროგესტერონის ნაკლებობაზე გაქვს დანიშნული, და მეთიპრედი არის კორტიკოსტეროიდული წამალი. სხვადასხვა ჩვენების დროს ნიშნავენ :
"ჩვენებები. პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებს გლუკოკორტიკოიდებით სისტემურ და ადგილობრივ თერაპიას: ანთებითი და სისტემური რევმატიული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, ალერგიული მდგომარეობები, ანაფილაქტიური შოკი, ასთმა და ფილტვების სხვა დაავადებები, ასევე ქალასშიდა წნევის დაწევის მიზნით (მაგალითად, თავის ტვინის შეშუპება ახალწარმონაქმნების ფონზე), ტრანსპლანტანტის უარყოფა; ზოგიერთი დერმატოლოგიური, ჰემატოლოგიური, ღვიძლის, ნევროლოგიური (მაგალითად გაფანტული სკლეროზი, Myasthenia gravis), თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები (მაგალითად არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება).
მეთილპრედნიზოლონი ასევე გამოიყენება როგორც პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში და როგორც კომპონენტი სხვადასხვა ლეიკოზების, ლიმფომებისა და ავთვისებიანი მიელომიის დაავადების მკურნალობის სქემებში."
შენ კონკრეტულად რისთვის გაქვს ამ ეტაპზე დანიშნული არ ვიცი, ალბათ ექიმმა ანალიზების და შენი ისტორიის გათვალისწინებით დანიშნა.
მე პირადად მქონდა დანიშნული ორსულობის დასაწყისში იმის გამო რომ ანტიკარდიოლიპინები მქონდა მომატებული და ეს მეთიპრედი ჩემთვის გასაგებ ენაზე როგორც ამიხსნეს იმუნურ სისტემას "თრგუნავდა" ცოტა რომ ეს ანტისხეულები არ შებრძოლებოდნენ ორგანიზმს და დაწეულიყვნენ თავის ადგილას.