მოგესალმებით ყველას

შორიდან ყველას გიცნობთ და გისურვებთ ძალიან მალე პატარა შვილიკოებს.
მოკლედ ახლა ჩემზე მოგიყვებით , თქვენი რჩევა მჭირდება.
8 თვის გათხოვილი ვარ, ციკლი სულ წესრიგში მაქვს, ერთხელაც კი არ გადამცდენია, 25-ე დღეს მომდის სულ 13 წლის ასაკიდან, არც გამონადენი და არც არაფრის ტკივილი მაწუხებს, ფეხმძიმედ არ დავრჩენილვარ მთელი ამ დროის განმავლობაში. მხოლოდ ახლა 30 ში უნდა მომსვლოდა და არ მომივიდა. 1 ში გავიკეთე ტესტი და ძალიან მკრთალად შეფერადდა მეორე ხაზი, ძალიან ღია ფერის იყოს, ისე რომ ძლივს ჩანდა ჩრდილივით. იმ დღეს არაფერი და მეორე დღეს წამომივიდა მოყავისფრო მოვარდისფრო რაღაც, კიდე გავიკეთე ტესტი და ისევ ისე იყო. მაგრამ საღამოს დამეწყო ჩველებრივი მენსტრუაცია. მომეჩვენა ის მეორე ხაზი თუ ფეხმძიმედ ვიყავი და მომეშალა, თუ რა იყო ვერ ვხვდები

იქნებ თქვენ დამაკვალიანოთ, საშიში ხომ არაა, მივიდე ექიმთან? ან რომელ ექიმს მირჩევთ? თუ ეხო გავიკეთო? უბრალოდ 28 წლის ვარ და არასდროს ვყოფილვარ გინეკოლოგთან და არც არასდროს არაფერზე გამიკეთებია ეხო.
მირჩიეთ რამე