danuseპირველ რიგში მგონი რომ მართლა ორსულობაა და გილოცავ, უფრო მქუხარე აპლოდისმენტებით დადასტურების შემდეგ მოგილოცავ კიდევ ერთხელ.
დადგენას რაც შეეხება არსებობს სისხლის ანალიზი-ქორიონული გონადოტროპინი -ანუ შემოკლებით ხეგეს რომ ამბობენ ეგ
შენს ადგილზე ექიმს დავურეკავდი ჯერ და მოვახსენებდი ვითარებას აუცილებლად.
გაციებას რაც შეეხება პატარა სიცხეები ორსულობამაც იცის. გაციებაზე 38-მდე თუ არ ავიდა სიცხე არ ნიშნავენ წამალს.
რაც შეიძლება ბევრი თაფლიან ლიმნიან ჟოლოიანი ჩაი დალიე, ბევრი სითხეები სვი ზოგადად, კომშის ახალი ცხელი კომპოტიც კარგია, ცაცხვის ჩაისაც მასმევდა ექიმი მე როცა გავცივდი ორსულობის დასაწყისში.
ნებისმიერ შემთხვევაში თავს მოუფრთხილდი და ექიმს დაურეკე. მან უკეთ იცის შენი მდგომარეობა და კარგად დაგარიგებს როგორ და რა გააკეთო
This post has been edited by nino_sh on 25 Dec 2013, 16:14