გოგო ძველ თემაში გქონდა ეს დაპოსტილი და შემთხვევით წავაწყდი ახლა ნიკსერჩიდან!
მაგდამ მე პირველ ორსულობაზე სისხლის გადასხმებს და ანემიას გადამარჩინა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... და
უჭკვიანესი ქალია მართლა, ამიტომ ამოვჩხრიკე და ვიპოვე ახლაც და მივედი მასთან როცა ისევ დამეწყო რკინადეფიციტური ანემია.
ჩემს შემთხვევაში მე პირადად ზედმეტად ფრთხილი მეჩვენება - თრომბოციტები იდეაში რიცხვობრივად ნორმა მაქვს მაგრამ მაინც ზედა ზღვართან არის ახლოს, ასევე სისხლის შედედების დრო ზღვართან ახლოს ნორმაშია და ორი მოშლა მაქვს ანამნეზში და ამიტომ გამიგიჟდა და დამინიშნა ეს ფრაქსიპარინი ჯერ 0.4 მერე 0.3 და მერე 0.2 გვჭირდებოდა და ფრაქსიპარინს არ აქვს და ამიტომ კლექსანით შევცვალეთ.
მე ვიცი, რომ ჩემი მოშლები სტრესის ბრალი იყო და ისიც ვიცი რომ ახლაც ამ ნემსების გარეშე არაფერი მომივა, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ქალია და ვცდილობ ჩემი თვითშეგრძნებები მის პროფესიონალიზმზე დაბლა დავაყენო და ვემორჩილები.
თუმცა ახლა რომ მოვრჩი ვითომ 21 ნემსს და მივედი, ეგრევე მეორე დღესვე დამიბარა ანალიზზე და სავარაუდოდ გავაგრძელებთო და აღარ შემეძლო ისეთ დღეში ვიყავი. მარტო მაგის ნაჩხვლეტები კი არა, გადასხმებისგან ვენები + ანალიზები კვირაში სამჯერ და დავტყდი

თანაც არსებობს მოსაზრება, რომ გადასხმის უნდა გავიდეს რაღაც პერიოდი სისხლის ანალიზებამდე, რადგან შესაძლოა იმოქმედოს ანალიზის პასუხებზე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ როცა რკინაზე დამიბარა 10 დღის მერე, იმ დანარჩენ ანალიზებზეც მერე მივიდე და ეს 1 კვირა არაფერს დამიშავებდა. პირველად "გავრისკე" ასე რომ ვთქვათ.
ამ ერთ კვირაში ვსვამ ბეევრ წყალს, დღეში ლიტრანახევარს, ვსვამ ლიმნიან ჩაის (ცალკე ლიმონს ვერ ვიღებ მჟავიანობის გამო), ვსვამ რეიტოილს რომელიც ასპირინის ფუნქციითაც არის დაჯილდოებული და მოკლედ ვცდილობ დავწიო თრომბოციტები : )))))
თუ ნორმაში იქნა და აღარ დამინიშნა ნემსები, ვიცი რაც უნდა გავაგრძელო რომ აღარ დამჭირდეს. თუ მაინც დამჭირდა - ესე იგი საჭიროა და რა ვქნა, ცოტა დასვენება ხომ გამომივა და ეგაა )))
იცი როგორაა, საერთოდ ორსულს ყველა უფრთხის ასე ვთქვათ და გასაგებიც არის. ექსპერიმენტს ვერ ჩაატარებენ ორსულზე და ძალიან ბევრი არც კი იღებს თავის თავზე. წინა ორსულობაზე მაგალითად ქ.ნი მანანა ღირდალაზე - ძალიან ცნობილი ჰემატოლოგი დაფრთხა ჩემი ჩივილების მოსმენაზე და ნახვამდისო მითხრა )))
ბატონმა ზოდელავამ კი, იდეაში ვისთანაც გამიშვა ცემმა გინეკოლოგმა, ვერ აიღო თავის თავზე რკინის გადასხმა (ნემსზე გული მიმდიოდა და ვერ დაადგინეს ალერგია იყო ტუ პროსტა ორსულის სენსიტიურობა, წამალს კიდევ უკან ვიღებდი) და გადაწყვიტა ერითროციტებისგან გაწმენდილი სისხლი გადაესხათ. და უკვე სისხლით ხელში რომ ვიდექი - ქ.ნმა მაგდამ თქვა ეს პროსტა მგრძნობიარეაო და მე ვიღებ ცემს თავზეო და დამიყენა ნელი წვეთით გადასხმაზე, 2 საათი მისხამდა და ეს პროფესორი ქალი თავზე მედგა და უსასაცილოეს ამბებს მიყვებოდა, თან სულ კრასავიცას მეძახდა

ის რომ არა, სხვისი სისხლი მექნებოდა გადასხმული, რომელიც ან მიშველიდა ან არა კიდევ და კიდევ ასი მილიონი ანალიზი დამწირდებოდა ახლა იმიტომ რომ სისხლის გადასხმა მექნებოდა გაკეთებული და კაროჩე )))
ხოდა ამიტომ მესმის ასე რომ ფრთხილობს... ისე რომ იცოდე ფრაქსიპარინი თურმე უამრავ ორსულს ენიშნება, ჩემმა გინეკოლოგმა ჩვენც ვნიშნავთ მაგას პირდაპიროდა იმ დღეს ვაბშე გამახარა, პროფილაქტიკური დოზა 35 კვირამდე ინისნება ყოველდღიურ რეჟიმშიო "))))
აბა შენ რა ეჭვებში ხარ მითხარი?