რამდენი გიწერიათ
ვიყავი ენდოკრინოლოგთან. ჰორმონები კარგად მიდის. ეუთიროქსი იგივე დოზა დამიტოვა 25 მკგ მხოლოდ. და ისიც ორსულობის შემდეგ ერთს გადავაკონტროლებთ და მოგიხსნიო არ გჭირდებაო. შაქარზე გადაირია და გაბრაზდა თავიანთ ლაბორატორიაზე. უზმოდ ხომ ვენიდან ამიღეს ანალიზი და კარგი შედეგი იყო და ნაჭამზე ამიღეს გლუკომეტრით-კი მკითხეს ვენიდან ხომ არ გირჩევნიაო და მე ვუთხარი რომ თქვენ როგორც თვლით საჭიროდ ისე მეთქი მე რა ვიცი თქო და ცოდო ხარ გლუკომეტრით იყოსო. ხომდა ექიმმა თქვა გლუკომეტრით არაზუსტიაო თან როცა უზმოდ ვენიდან გაქვს და მეორეჯერ სხვანაირად ასე ვერ შეადარებო. ამ პასუხის მიხედვით ინსულინზე უნდა დაგსვაო მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება ეს სწორი იყოსო. ამიტომ მოიცადე ცოტა ხანი ისევ არ ჭამო არანაირი ტკბილი რა თქმა უნდაო (არც 1 ცალი ჩურჩხელაცო ახალწელსაც დაჟეო) და 24-26 კვირაში ხელახლა გადავაკონტროლოთ ანალიზი ოღონდ ამჯერად მიაქციე ყურადღება რომ ვენიდან აგიღონ ორივეჯერო სისხლიო.
რაც გამიკვირდა და არ ვიცოდი ბროწეულიც ამიკრძალა-შაქარს შეიცავსო
ანალიზებიც გამოვიტანე

ჩემი 10 დღიანი მკურნალობის მიუხედავად :
ანტიკარდიოლიპინების M ფორმა მაქვს 0.321 (ნორმა <0.150),
ანტიკარდიოლიპინების G ფორმა მაქვს 0.193 (ნორმა <0.150),
დე დიმერები 204 (ნორმა <=200)
ფიბრინოგენი 462 (ნორმა 150-350)
ციტომეგალოვირუსის G ფორმა +1.5 (<=2.0)
ციტომეგალოვირუსის M ფორმა უარყოფითი
გერპეს ვირუსის პირველი (მარტივი) G ფორმა +2.5 (<=2.0)
გერპეს ვირუსის მეორე G ფორმა +1.5 (<=2.0)
გერპეს ვირუსის M ფორმა უარყოფითი
ცილის რაოდენობა შარდში 0.066% (ნორმა 0.033)
მომეშლა ნერვი რა

წონას რაც შეეხება დღეს გავხდი 18 კვირის და მომატებული მაქვს ალბათ უკვე 7 კილო) ეს იმ ფონზე რომ არც ტკბილს ვჭამ, არც ცომს, არც თეთრ პურს (მაგასაც კი დიაბეტურს ვჭამ) რითი ვიმატებ ჩემამდე არ დადის
სამმაგ ტესტს რაც შეეხება მე ჩავაბარე ექიმის დაჟინებული მოთხოვნით-პასუხი ჯერ არ ვიცი. 13 კვირაზეც და 17 კვირაზეც ყველაფერი რიგზე იყო ექოს მიხედვით. ორმაგი ტესტი არ გამიკეთებია.