ცოტა ვანგა ვარ

მოკლედ შენ მაინც რახან აქ ხარ, არ მგონია რომ მარტო ვყვები გიჟივით და მოვყვები : ))))))))))
ვიყავი ბოლო გადასხმაზე, სხვამ გამიკეთა და ან კათეტერი იყო დიდი, ან უფრო ღრმად გამიკეთა, ან არ ვიცი რა მოხდა, თან ნელ წვეთზე დააყენა და ნახევარი საათი ვგრძნობდი მთლიან ნემსს ვენაში, ვერც ვსუნთქავდი შიშით ისე ვიყავი, ხმას არ ვიღებდი არ გამომაძროს და ახლიდან არ გამიკეთოსთქო. მერე ჩემი ექთანი გაიჩიტა და ამიცქარა და მორჩა 3 წუთში, მაგრამ ეტყობა გული შემიღონდა და რომ გამოვედით წამივიდა გული. დამიჭირა ჩემმა ქმარმა კიდევ კარგი, ხელი ქონდა მოხვეული... შემომარტყა და გამოვფხიზლდი მალე, მეორე ხელი ბებოს ეჭირა ვიღაცას : )))
ხო, ჰემატოლოგთანაც შევედი. დახედა ჩემს რკინას და ჰემოგლობინს და 10 დღეში გავაკეთოთ ანალიზიო და ვნახოთ არი თუ არა გადასხმა კიდევ საჭიროო. კლექსანზე ვუთხარი ვეღარ გავიკეთეთქო და აუFო, სენ თვითOნ გაგეკეთებინა დედაშენი თუ ცუდად იყოო. ვერ გავაგებინე რომ არ შემიძლია

მოკლედ ბევრი რომ არ ვახურო, ხვალვეო საერთო და კოაგულოგრამაო, სავარაუდოდ უნდა გავაგრძელოთ ეგ ნემსებიო. დაჰყურებდა თან ამ ჩემს 2 მოშლას შეშფოთებული. გამიტრაკეს რა.
ხოდა მეთქი ცოტა რომ შევისვენო და იქეთ კვირაში ყველა ანალიზი ერთადდთქო და ესე მიაპსუხა - რა ვიცი ცემთვის კი არ მინდა, შენ გჭირდებაო და მე მითქვამსო. ცუდი ქალი კი არაა, მართლა , მაგრამ ხანდახან ასეთი ტექსტები აქვს და მაღიზიანებს.
თან მშრალად უყურებს ამ ორ მოშლას, თორემ სანდროზე საერთოდ არც მქონდა ის ჯანდაბა კვლევა გაკეთებული და არც არაფერი მქონია, წამალიც კი არ დამჭირვებია, რა თრომბებზეა ლაპარაკი. თან ხო ვიცი ამ მოშლაზე ისეთი სტრესი მქონდა - მაგის ბრალია და მიდი და დააჯერე. ნუ მეც არ მიყვარს ექიმთან წინააღმდეგობები და გამოვედი.
მივედი ქეთისთან. დავიწყე წუწუნი, ქეთიმ ერთი წუთი კარგად მომიყევი ანალიზები და ყველაფერი და ერთად გავაკეთოთ დასკვნაო. მოკლედ მისმინა გადახედა და მე პირადად საგანგასოს ვერაფერს ვხედავ დავიცდიდი 10 დღეო, მაგრამ მის კომპეტენციაშია და ვერ შევეწინააღმდეგები რა თქმა უნდაო. მოკლედ 26ში მივდივარ ყველაფერზე ერთად, მკიდია. ზუსტად ვიცი რომ გადაჭარბებულია ეს ყველაფერი და რამე საპანიკო რომ იყოს პირველი ქეთი დამიპანიკდებოდა.
უი ხო, რაღაც რიტეილი თუ რა ქვია - თევზის ქონი

ეგ უნდა დავლიო და რომ სვამთ მერე რამე გემო აქვს?
გულის ფრიალზე ვკითხე, ანემიიდან მგონია, სხვა რამე არ იქნებაო, დამიწერა რაღაც ვალერიანის პონტი.
წყალი ლიტრანახევარი დალიეო მითხრა აუცილებლადო. თან ამ თრომბოციტებზეც მაგრად დაგეხმარებაო.
ავიწონე და 58 ვიყავი უგებით და ამბებით და 57 ანუო - 5 კილო მაქვს მომატებული. ქეთიმ არაფერი ისეთი, მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმაო : ))
ბოქვენის ძვალზე - ეხოზე იკითხეო თუ არადა კალცი გავაკეთოთო 26შიო, ცალკე არ გაგიშვებ ჩხვლეტაზეო.
მოკლედ მერე დავუძახეთ ლექსოსაც და მოვუსმინეთ გულისცემას
ჩავიწერე კიდეც )))) ქეთიმ , კარგი გოგოა ძაან , არც მანერვიულაო - ეტყობა ეგრევე არ ისმის ყველასთან? არ ვიცი.
სანდროზე გულისცემაზე ცრემლები წამომივიდა, ამას ვიწერდი და მეღიმებოდა, გულიც არ ამჩუყებია - ხო კარგად ვარ?

მოკლედ ანალიზებს რომ გაიკეთებ გამაგებინეო და მეორე ვიზიტი იანვარშიო.
წავედი მერე ეხოზეეეეეე : ))))
კახამ მე ვიცნობ ამ ბავშვს და რატომ მოიყვანე ვერ გავიგეო ))))
სურათზე მითხრა მომინდომა 17 კვირაზე სურათიო - არადა სანდროზე 16 კვირაზე გამიკეთა ფანტასტიური , მაგრამ დავანებე თავი, შემდეგზე გამოვა უფროო.
ზედ შუაშია, სადაც ვგრძნობ ხოლმე, ჭიპის ქვევით ))))
ხოდა, უცებ მეუბნება სიფათს ხედავ რა როჟაააო? და მეთქი კიიი და ვუყურებდი და ნახე რა ქალია, როგორი ბუთქუნა ზედა ტუჩი აქვსო

ეტყობა მამიკოს გავსმეთქი ვუპასუხე.
მერე მაინც სევაპარე, გოგო ხო ნამდვილადთქო და გაეცინა, კი კი გოოგოოა ნამდვილად ასეააააოოო ))))))))))
ყველაფერი წესრიგში აქვს ვაბშეო, რას მოხვედიო. დაათვალიერა , ჩამომითვალა ყველა ორგანო, გაყურსული იყო ბავშვი ეძნა ეტყობა?
ხოდა ზომა წონა წესრიგშიათქო? და განვითარება ნორმაშია აბსოლუტურად და გრამები ვის აინტერესებსო

მერე სიმფიზზეც ვუთხარი, დამადო და აფერისტი ხარო, დაუბრუნდა ისევ მუცელს ))))))))))
მოკლედ ასე, წამოვედი ძაან წყნარად, ძაან საყვარლად )))))))))))
ჩემი თოჯინა

უი ხო, ქეთის ვუთხარი ვიგრძენი გაფაჩუნებათქო და ჯერ ცოტა ადრე ხო არააო ))) ხოდა მეთქი რა იყო, ლექსო არ მიჯერებდა და შენ რაღა მოგივიდათქო ))))))))))) ხოდა შენნაირი მგრძნობიარესგან არ გამიკვირდაო, მაგრამ ისე გვიან ველოდები ხოლმე მაგ ამბებსო )))) დღესაც გაფაჩუნდა 1-2 ჯერ.
პულსზე ვკითხე რომ ვიცოდეთქო და 90 - 100მდე ნორმაა უკვე შენთვისო.
მოკლდ ვსო ოკ რა, ნუ გამიტრაკეს ამ ჰემატოლოგ-სისხლის ანალიზებმა
Whether you think you can or you can't - you're right.