DiMari Toys Shop წამახალისებელ ფოტო კონკურსს იწყებს!
კონკურსანტის ამოცანაა, გადაიღოს ფოტო თემაზე 'საახალწლო სახალისო ფოტო“' და გამოგვიგზავნოს ის მეილზე: info@dimari.ge
ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელია 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე 16:00 საათამდე. გამოგზავნილი ფოტოები გაივლიან მოდერაციას.ჩვენი წარმომადგენლების მიერ აირჩევა დაახლოებით 10-მდე საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც 21 დეკემბრიდან გამოქვეყნდება ჩვენი Facebook გვერდის შესაბამის ფოტოალბომში.
ხმის მიცემა გაგრძელდება 30 დეკემბრის 16:00 საათამდე
31 დეკემბერს, 15:00 საათზე გამოვლინდება 1 გამარჯვებული:
1. ხალხის სიმპათია
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას.
• ფოტოკონკურში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გრაფიკული, ან ფოტომონტაჟის გამოყენებით შექმნილი ფოტოები.
• ყველა კონკურსანტმა info@dimari.ge -ზე უნდა გამოგზავნოს მხოლოდ 1 ნამუშევარი და საკონტაქტო ინფორმაცია (გვარი, სახელი და ტელეფონის ნომერი). ფოტოები, რომელებიც საკონტაქტო ინფორმაციის გარეშე გამოიგზავნება, ვერ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში.
• ნამუშევრის გამოგზავნისას გამოიყენეთ ფოტოს მიმაგრების, ‘Attachment’-ის ფუნქცია.
• ფოტოები გაივლიან მოდერაციას. არაეთიკური, შეურაცხმყოფელი ნამუშევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში.
• Like-ების ხელოვნური გზით მომატებაში და Facebook-ის ოფიციალური წესების დარღვევაში შემჩნეული კონკურსანტები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოიხსნებიან კონკურსიდან.
• მოდერაციას ვერ გაივლიან თემატიკასთან შეუსაბამო და არაორიგინალური ნამუშევრები.
• კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ფოტოს ზომა იყოს მინიმუმ 1200x800 პიქსელი.
კომპანია დიმარი „Dimari” - იტოვებს გამარჯვებული ფოტო(ებ)ის Facebook-ისთვის შექმნილ პოსტერში გამოყენების უფლებას.
პრიზი გამარჯვებულისთვის: სახატავი დაფა ფანქრებით
გისურვებთ წარმატებას!

სახატავი დაფა - Dimari
dimari.ge
დაფას, რომელიც დამზადებულია მყარი ფანერისაგან, აქვს ინტეგრირებული სათლელი და 10 ფერადი ფანქარი. სახატავი ფურცელი დაფაზე აკურატულად თავსდება რეზინის დამჭერებით და ხელს უწყობს პატარებს შექმნან შედევრები;ეს სახატავი დაფა ასევე შესანიშნავია მოგზაურობის დროს ჩანახატების გასაკეთებლად.