X-womanკეთილი იყოს შენი მობრძანება ამ თემაში! პირველ რიგში გილოცავ ამ აგდასარევ ამბავს! მშვიდ და გემრიელ ორსულობას გისურვებ
მოკლედ 6 კვირაზე ანალიზები ჯერ არაფერი გინდა. რავი მე მაგ ასაკის ორსულობაზე არაფერი გამიკეთებია.ნუ სეგიძლია შარდის საერთო და სისხლის საერთო გაიკეთო თუმცა აუცილებელი არაა როგორც ვიცი. პირველ რიგში რაც გჭირდება არის გინეკოლოგი და ეხო. ეხოზე მე პირადად ინტერკლინიკაში დავდივარ არჩილ ახმეტელთან. ჩემი გინეკოლოგი მარტო არჩილს ენდობა

მოწინავე ეხოსკოპისტები რაც ყველაზე ხშირად მესმის ესენი არიან : არჩილ ახმეტელი; სერგო მათითაშვილი; ბადრი შარიქაძე; კიდე გენრიეტას ახსენებენ გოგოები ამის გვარი ზუსტად არ ვიცი.. კიდე იქნებიან ალბათ კარგები მაგრამ დალშე მე არ ვიცი

6 კვირის რო ხარ ვინ დაგიდგინა?

გადაცდენიდან რამდენი დღე გავიდა? გადაცდენიდან 7-10 დღის მერე უნდა მიხვიდე ეხოზე რო დაგიდასტუროს რო ორსულად ხარ, რა და როგორაა დაგიწეროს. მერე ეს დასკვნა უნდა მიუტანო გინეკოლოგს და ის დაგინიშნავს უკვე რაც გჭირდება. ფოლიუმის მჟავა ექიმის გარეშეც შეგიძლია მიიღო.დღეში ერთი აბი. დანარჩენს უკვე გინეკოლოგი დაგინიშნავს. სავარაუდოდ პროგესტერონის (საორსულო ჰორმონის) შემცვლელ პრეპარატს დაგინიშნავს და ბ ჯგუფის ვიტამინებს.
რაც შეეხება გინეკოლოგს ეგ ძალიან ინდივიდუალური თემაა. მე პირადად მარინა ჯანგიძესთან დავდივარ, თოდუას კლინიკაში მუშაობს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მარა ამ ჩემს ექიმთან ძირითადად მაღალი რისკის მატარებელი ორსულები არიან. ანუ ისე ორსულებიც ეყოლება უეჭველი მარა ძირითადად როცა ვინმეს რამე ძაან უჭირს აგზავნიან ამასთან.