მოკლედ მოვედი )))
ვერაფერს ვერ ვკითხულობ ვაბშე, არ მაქვს დრო.
ჩემს ამბებს მოგიყვებით და მერე როცა შევძლებ დავუვლი ჩემებურად თქვენს პოსტებს )))))
დილით გავვარდი, ჯერ ფრანკო ფონტანაში, ქეთისთვის საჩუქარი მინდოდა საახალწლო, ძლივს ავარჩიე , მერე მივედი ჩაჩავაში.
და მოკლედ აი 12 არც იყო იქ ვიყავი და 3ის ნახევარზე გამოვედი იქიდან, დაჟე 3 ხდებოდა.
ეხოზე ყველაერი წესრიგშია. ისევ გოგოა

ჯანმრთელი რაც მთავარია სრულიად. პლაცენტა წესრიგში, მოკლედ ვსო ოკ.
ეს მარი არ დამევასა. ანუ კი კაი გოგოა, თვითონაც ორსული და ჩემი მოგვარე თან მაგრამ სიტყვაძუნწი და ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ ცოტა გამოუცდელი. ანუ დიდხანს ეძებდა და დიდი პაუზებით ამბობდა რაღაცეებს.
მაგალითად - "ხერხემალიიიიიი ....... წესრიგშია" ხო მიხვდით
სასურათე პოზაში არ არის რა გიყოო მითხრა, მე ისეთი გრძნობა დამრჩა რომ დიდად არც უცდია. კახა რომ ყოფილიყო ამოატრიალებდა სანამ არ გადაუღებდა ხო ვიცი.
მოკლედ დავიკიდე, მალე მივალ შემდეგ ეხოზე ))))))))))))
ბოლო ბოლო ამირანს დავურეკავ და სურათს კი არა, გამომიყვანს ერთი წუთით ჩამახუტებს და სეიყვანს უკან

მერე ქეთისთან შევედი.
მოუსმინა გულის ცემას, გამზომა, გამსინჯა - ვსო ოკ.
წნევა მქონდა ცოტა დაბალი მაგრამ მშიერი ვიყავი და ნუ არაფერი.
ახლა მთავარია 9-10 ში ჩემი ჰემატოლოგიის ანალიზები და ამბები და შაბათს მორიგე ვარო და მოდი პასუხებით და დანიშნულებით რომ ვიცოდეო.
მოვიპოვე სახეზე ლაზერის გაკეთების უფლება
ამიაკიან საღებავზე - ჩააფურთხეო

ნუ კი მითხრა შეიღებეო მაგრამ ძაან კანზე არ გინდაო ანუ ძაან ძირებშიო და მე კაკ რას ძირებს ვირებავ მარტო და მოკლედ შეილება არც არაფერი, მეც შემიღებავსო, მაგრამ შეიძლება ალერგია მოგცესო, შეიძლება თირკმელმა გაჭედოსო, რა იქნება ორსულობაში არავინ იცისო და მეთქი იყოს, მადლობა )))))
მშობელთა სკოლაზე ვკითხე და ძალიან ძალიან კარგიაო. ფსიქოლოგიურად გამზადებენო, სუნთქვასო, ბურთზე ვარჯიშზო, მორალურადო , ბლაბლაბლა, ჩაეწერებიო, მერე დაგირეკავენ რო შედგება ჯგუფიო. ძან მეჩაქრებოდა მერე და შემდეგ მისვლაზე გავერკვევი....
3 დღით წასვლაზე ბაკურიანი თუ გუდაურითქო სულ ერთიაო. ბაკურიანში ჰაერი უკეთესიაო პროსტაო და საჭესთან არ დაჯდეო, ანუ სიმაღლეზე ადიხარ და წნევის პონტშიო რა.
ბევრი ისეირნეო - ოღონდ მარტომ არაო.
კიდევ რაა? უი ხო, დღეს მთელი დღეა ჩემი შვილი რაღაცას აკეთებს, ვერ გავიგე რას. აი ერთ ადგილას მარჯვნივ ისტერიულად მიკაკუნებს თუ კანკალებს (ვიღაც კითხულბოდა აქ ადრე) თუ რა ხდება ვერ გავიგე. აი უცებ მიაყრის - დუგდუგდუგდუგუდუგუდუფდჰუფჰსიდუფჰუისჰდფიუსჰიფუსჰდი და ჩერდება მერე ისევ. აი თვალი რო გითამაშებს ეგრე. დაჯე ბოლოს ვიფიქრე კუნთი ხო არ მითამაშებსთქო მაგრამ აშკარად არა. ხოდა ეგ ვკითხე და არ ვიციო, სლოკინში ხო არ გერევაო მაგრამ რომ გამომკითხა არაო. ხოდა თუ გინდა სარტყელი იყიდეო, ფხრიწიანიო და მოგიხსნის მაგ დისკომფორტსო.
ბეჭედზე გაგიჟდა ისე მოეწონა, პროსტა დიდი ქონდა და გადაგიცვლითქო, არ მატანდა მაგააზე როგორ გაწვალებო, ზემოდან მეორე ბეჭედს გავიკეთებო მაგრამ მეთქი იმიტომ კი არ გჩუქნი რომ იწვალოთქო, ყოველ დღე ვხვდები რუსთაველზეთქო და წამოვიღე. მოკლედ მგონი მეტი არაფერი. ტელით გადავუღე ეხოს სურათი და დავდებ მერე - რაღაც უცნაური ფურცელია ))))
მერე ავირბინე ბიგბენში, ავირე ხაჭაპური, შევიარე ჩემებთან , წამოვირე იქიდან იდეალი და რაღაცეები , მოვედით სახლში, სანდრო ჩაცმული დამახვედრა ნინომ და წავიყვანე დაბდღეზე. 8 წლის გახდა იუბილარი და იყო იმენნა დიდების დაბდღე, კარიკატურების გამოცნობაზე, იქს ბოქსზე თამაშზე და ბლაბლა, 2 სააათი არ დავმჯდარვარ რო გართობილიყო სანდროც, კინაღამ მოვკვტი )))))
მერე გავიარე ისევ ფრანკო ფონტანაში გადავცვალე ბეჭედი და მოვედი დომა. აი მანდ დაიწყოოოო ))))
მოკლედ გავამზადე ოლივიე - მარტო მაიონეზს ვუზამ ხვალ, კვერცხუნიებისთვის მოვხარშე კვერცხი და გავფცქვენი აი ძლივს, ამ ბოლო დროს რაღაც ცუდად იფცქვნება ეს კვერცხები

სოკო გავაკეთე, ხახვი დავჭერი ოსტრისტვის, 2 ქათამი შევწვი, მაცივარი გამოვალაგე და შევალაგე ახლიდან, ხილი დავრეცხე, ჭურჭელი გავრეცხე, ბავშვი ვაბანავე, გავამშრალე, ზღაპარი წავუკითხე, ორიოდე რამე გავაუთოვე და დავეგდე.
ახლა ლექსო ხორცს მიხედავს ოსტრისთვის და პრინციპში დღეს მეტს ვერც ვიზამ ვერაფერს რომ "სვეჟი" იყოს ხვალ ყველაფერი.
ია ტრუპ )))))))))))
მაგრამ 4 წლის წინ ამ დროს უფრო ტრუპ ვიყავი
Whether you think you can or you can't - you're right.