stasiaმეც ვუბლენდერებ ხახვსაც და ნიორსაც ერთად და სულ სხვა გემოს აძლევს. ისე ცარიელი წყლის გემო აქვს. ჩემი 200 გრამს ჭამს და მაგაში დაახლოებით ერთ პატარა კბილ ნიორს და ხახვის პატარა ნაჭერს ვუმატებ. ანუ ერთად ვხარშავ ბოსტნეულთან და ერთადვე ვაბლენდერებ. პირველი წყალი რომ ადუღდება ვუცვლი ეგრევე და მეორეს ვუტოვებ. მერე მაგაში ვათხელებ, რომ წვენის არომატიც გადავიდეს. ჩემმა პედიატრმა ეგრე დამიწერა და ეგრე ვშვები 6 თვიდან. ნახე იქნებ მოეწონოს ხახვიან, ნივრიანი. არაფერს არ ვნებს, პირიქით არომატს აძლევს და რატო ამოაქვთ მოხარშვის მერე ვერ ვხვდები.
* * *
LOTUSiხუთჯერ უნდა იკვებოს მაგ ასაკში, როგორც ვიცი. ჩემი 8 თვისაა, მაგრამ 7 თვიდან ესეთ რაციონზე მყავს: რძე (ფორმულა), ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ღამის ფაფა, რძე. ხილფაფა კიდევ წახემსებისთვის, ეგ სრულ კვებად არ ითვლება და კვებაში არ უნდა გაიყვანო. მაწონი და ხაჭო ჯერ არ მიმიცია.
* * *
SPCGoodwill-ში რომ გაუყინავი ქათმები იყიდება, ვიღაცის გვარის აწერია არ მახსოვს,

ეგ რომ იყიდო? თავისი ვადა აწერია და ახლებია მაინც, გაყინულს აჯობებს. ისე მე პედიატრმა მითხრა გაყინული არ მისცეო და სოფელში მაქვს კონტაქტები და იქიდან ვაგზავნინებ, მარტო მკერდის ნაწილს ვაძლევ, მაგრამ ყველას ხო არ აქვს ამ სოფელზე წვდომა. ბოსტნეულს ყველაფერს ბაზარში ნაყიდს ვაძლევ, ერთადერთი კარტოფილი მაქვს უსასუქო , სვანეთიდან ჩამოვატანინე ნაცნობებს.