
+ 1
ეხლა უცებ წარმოვიდგინე ჩემი მამამთილი რამე მსგავს საკითხე რომ მელაპარაკება და ავყირავდი )))))))

პ.ს. ზოგი მართლა უჟასებს წერს, მაგრამ ზოგი მართლა სისულელეებს ეკიდება.
არის რაღაცეები რამაც ვიღაცა გააღიზიანა, თავიდან ბოლომდე ატჩოტებს ხომ არ დაწერენ საიდან დაიწყო და როგორ დამთავრად )))) აი უბრალოდ ვიღაცა რაღაცამ გააღიზიანა და დაწერა. კაცია და გუნება.
ყველაფერზე "მერე რა მოხდა" არ გამიგია ))))
აი მაგალითად მანქანაში წინ ჯდომაზე. მე მაპატიოს ყველამ, მაგრამ ეგ არ მიმაჩნია პატივისცემის გამოხატვად. თუ არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად იჯდება - დაჯდეს მაშინ სხვა უკან, არა მგონია ცერემონია იყოს საჭირო რომ ვინმეს რომ მივაკითხავთ (დედაჩემს, დედამისს ა.შ.) მე გადავიდე უკან და დავსვა.
ზრდილობა ნაღდად არ მაკლია, მორიდება და ხანდახან ჩმორობაც კიდევ, მაგრამ ამის აზრს ვერ ვხვდები.
ასევე არ მოვითხოვ ცერემონიას თუ ვთქვათ ლექსო დედამისთან ერთად არის და მომაკითხეს სადმე, არ დავდგები წინა კართან, არც გამოვუღებ კიდევ და გადადი უკანთქო არ ვეტყვი

მაგრამ რა ვიცი , დედაჩემი მაგალითად პირდაპირ უკან ჯდება როცა ლექსოც უნდა ჩაჯდეს გზად მანქანაში.
რაღაც შინაგანი ამბავია ალბათ.
ჩემი დედამთილიც ბევრჯერ დამხვედრია უკან მანქანაში და მითქვამს კიდეც რა იყო დამჯდარიყავი წინთქო.
განა იმაზეა რომ ვაიმე ჩემი ადგილია და როგორ გაბედა იქ დაჯდომა და საერთოდ დაფურთხებულია ის სავარძელი და ვაიმე პანიკა ავწიოთ - უბრალოდ ბუნებრივია მე მგონი იევიც.
თორე ახლა სახლში რომ ვზივარ და უფროსი შემოდის, ფეხზე რომ უნდა ავდგე და კიდევ მეტი ადგილი ტუ არაა ის დავსვა და მე ვიდგე - ამას არ უნდა ლაპარაკი. არც იმას რომ თუ მანქანაში ცემს გარდა ჩემი 2 დაქალია, მე უკან ვიჯდები მათთან ერთად და სხვას დავსვამ წინ... ან ლექსოს 2 ძმაკაცი, ბიჭები ისხდებიან უკან და მე საჭესთან და დედაჩემი თუ დედამისი წინ...
ან კიდევ ეს დედის დაძახება - დედა არაა და რატომ უნდა დავუძახო ვერ გავიგე. გავიაზრე ის საიდან წამოვიდა ეს ამბავი, "ვსო". ხოდა თუ ვინმე თვლის რომ უნდა დაუძახოს ან მისთვის ეს არაფერია - დაუძახოს. არ დაუძახოთთქო თბილსი-ქუთაისის მოძრავი პარლიამენტის წინ ხომ არ ვდგავარ ტრაფარეტით, მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ცემთვის გაუგებარია, მაგრამ ეგ არაფერი, ჩემთვის ისიც გაუგებარია, პუტინი რატომ დაიბადა ასეთი მაგრამ ის მაინც მასეთია .
მე სხვა რაღაცეებს გავაკეთებ შეიძლება ისე, რომ ვიღაცამ თქვას შენს ადგილას ვერ ვიზამდიო. სხვა კიდევ სხვას. ვიღაცა მე გამაკრიტიკებს რამეზე, ვიღაცა სხვას.... ნაკლები კატეგორიულობაა უბრალოდ საჭირო....
მოკლედ ისევ მივედით იქამდე რომ ინდივიდუალურია ეს ყოველივე, ადამიანიც და სიტუაციაც და შეგნებაზეა და ზრდილობაზე კიდო ორივე მხრიდან ოღონდ.