არ გეწყინოს, ჩემო კარგო, მაგრამ რა ისტერიკაა?
8 თვის გათხოვილი რომ ასეთ პანიკაში ხარ, საკვირველია! ოჯახში გავიწროვებენ?
ცხოვრებით დასტკბი,ქმართან ურთიერთობით,სიყვარულით,სექსით...
ასეთი ნერვიულობა როგორ შეიძლება?!
წინასწარ ნერვიულობით რას შეცვლი, გარდა იმისა,რომ საკუთარ თავს ავნებ
და ასეთი მიდგომით ქმართანაც შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭდეს...
ამ ფორუმზე საერთოდ არ შემოვიდოდი შენს ადგილას!
ჯერჯერობით აქ შენ არაფერი გესაქმება და აქ წაკითხული დიაგნოზები, ჩივილები და ისტორიები, ეტყობა, უარყოფითად მოქმედებს შენზე!
უფორუმოდ დაორსულდები ცოტა ხანში და მერე მომავალ დედიკოებში პოსტე რამდენიც გინდა!
არ გეწყინოს,კიდევ ერთხელ გთხოვ,
მე თვითონ წლებია წეროს ველოდები,
მაგრამ პირველი რვა თვე,ნაღდად აზრად არ მომსვლია, ასე მენერვიულა!
ლიზაზოდამშვიდდი,პირველ რიგში და ექიმს კარგად დაელაპარაკე.
კარგად გამოკითხე ყველაფერი და ერთად დაგეგმეთ,რა უნდა გააკეთოთ.
მე როგორც წავიკითხე, ადენომიოზის მკურნალობის სამი მეთოდი არსებობს:
კონსერვატიული, კოაგულაციური და ოპერაციული,
შესაბამისად მკურნალობის მეთოდი უნდა შეარჩიოს მკურნალმა ექიმმა.
შენს ექიმს აქებთ და ენდობით,ამიტომ ჯერ კარგად გაარკვიე,რა ხდება.
გარდა ამისა, 21 საუკუნეა და უსაშველო აღარაფერი არ არის,
ყველა პრობლემას თავისი საშველი მოეძებნება!
მასე არცერთი არ გავიწირებით!
ამიტომ,დამშვიდდი
* * *
annaninioQISAყველაზე დიდი,მგონი,მე ვარ ასაკითაც და მოლოდინის დროითც