გოგოებო დილამშვიდობის.
კარგი ამავი უნდა გითხრათ. ერთი თვის წინ, 16 იანვარს გავიკეთე საბახტარაშვილში ლაპარასკოპია არსენ გვენეტაძესთან(ვწერდი კიდეც ამის შესახებ) და რომ გამომიშვა მითრა შეგიძლია მშვიდად იყო და უკვე იფიქრო ორსულობაზეო.
მოკლედ 1 კვირა დაბალი სიცხეები მქონდა, რასაც თან ერთვოდა საკვერცხეების ყრუ ტკივილი. ხოდა 2 დღის წინ გავიკეთე ტესტი(მართალია ჯერ გადაცილება არ იყო 4 დღით ადრე მენსტრუაციამდე) და დადებითია.მგონი რაც კი ტესტი არსებობს ქართულ სააფთიაქო სივრცეში ყველა ვცადე

ისეთი გახარებული და ისეთი დაბნეული ვარ რო რავიცი. კიდე არ მჯერა და სისხლის ანალიზი ხე-გე ჩავაბარე და ხვალ იქნება პასუხი.
მოკლედ გოგოებო. ჩემი რჩევა იქნება იმედი არ დაკარგოთ და ვისაც დაორსულება გინდათ დრო არ დაკარგოთ და ლაპარასკოპია გაიკეთოთ

მე კიდე დაველოდები ჩემი ანალიზის პასუხს. იმედია "იმედები" არ გამიცრუვდება.