nanuka15nsamoleდღეს დილით ჩემი მაზლის მანქანაში (მიუხედავად იმისა რომ ანტიფრიზი ესხა) გასკდა ბლოკი, ადუღდა წყალი და ძლივს მოვბრუნდით უკან, აქვე ვიყავით კიდევ კარგი.
ძლივს დავქოქეთ ლექსოს მანქანა. ნუ ჯერ ძლივს გავაღეთ, ჩაყინული იყო, მერე ძლივს დავქოქეთ. მერე საკეტი გაიყინა ჩემს მხარეს და არ იკეტებოდა კარი.
მერე ნახევარი საათი თბებოდა მანქანა, მერე პარპრიზი არ გათბა მიუხედავად იმისა რომ თავისი შიდა გათბობოა აქვს, აი ძლივს გავალღვეთ ისე რომ გზა დაგვენახა. მერე რომ უნდა დავძრულიყავით, საჭე არ ტრიალებდა, გამოვშტერდით – და ბოლოს მივხვდით რომ ბორბლები იყო დაყინული მიწაზე
ეს იყო რაღაც სასწაული, -14 იყო ამ დროს გარეთ. ჩემი მანქანაც ჩემებთან გდია ყუმბარაგახეთქილი და გული მისკდება იმასაც რამე არ მოუვიდეს.
მე ახლა ავტომობილებში მგონია თავი ხო?

ხოდა ჩემს შვილს სძინავს "ლოჯში" აი სულ ფანჯრები რომ არის ეგეთია რა. გათბობის ქვაბი იგინება უკვე ისე მაქვს აწეული და 20 გრადუსზე ზევით ძლივს ავწიე ამ ძღონკ სახლში.
მოვითხოვთ დათბობას!
Whether you think you can or you can't - you're right.