lika_lawმოვედი ჰერაზე შთაბეჭდილებებით!
მოკლე შეფასება - ნორმალური სამშობიაროა, შემდეგ ბავშვსაც მანდ გავაჩენ. 10-დან 7,5 ქულას ვუწერ.
სოსო სუპერ, მაგრამ მე მგონი სოსო ჩემი შეფასება არ სჭირდება.
საკეისრომ ნორმალურად ჩაიარა, პოსტ-ოპერაციულ პალატაში კარგი ექთანი შემხვდა ძალიან, იქ რამდენიმე საათი ვიყავი და მერე მთელი დღე და ღამე მეკონტაქტებოდა და შემოდიოდა, ხან გამაყუჩებელს მიკეთებდა ხან შესაკუმშ წამალს და ა.შ. სანიტრები ნორმალური, ყველა თბილად და ტკბილად გელაპარაკება, ალაგებენ ოთახებს ნორმალურად, გიცვლიან და ა.შ. ექთნები შემოდიან დღეში რამდენჯერმე, გიზომავენ სიცხეს, წნევას, ჭრილობსდ გიმუშავებენ. ყოველი ახალი ცვლა შემოდის და გეცნობა. ბავშვთა ექთნებს/პედიატრებსაც არა უშავთ. ბავშვი მეორე დილას შემომიყვანეს აწი შენ გყავდესო, მაგრამ ვისაც არ შეეძლო იტოვებდნენ. მე აღარ დამიტოვებია. უვლიან ნორმალურად, ყოველ დილას მიყავთ უცვლიან, წონიან. ასევე გაძლევენ თავიანთი პოლიკლინიკის ერთ უფასო ვიზიტზე ვაუჩერს, ორი პედიატრია, რომელიმესთან მოხვდები. ის ქალი რომელიც ჩვენ შეგვხვდა, შემოვიდა, გვნახა, ბავშვი არ გაუსინჯია პალატაში, მაგრამ მე მელაპარაკა ლაქტაციაზე და ზოგად საკითხებზე. ასევე მომეწონა ის რომ ახლახამს დაიწყიათ ბავშვებისთვის მენჯ-ბარძაყის ეხოს გადაღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია 6 კვირამდე რომ გაკეთდეს და ასევე შედის მშობიარობის/საკეისროს თანხაში.
ერთი სიტყვით მელოგინეს და ბავშვს ნორმალურად უვლიან, არ იღრიჯებიან არაფერზე.
ახლა მინუსები:
1) პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, საწოლები ხომ ჩვეულებრივი დგას, ნუ ეგ ნანახი მქონდა და ვიცოდი რომ პულტიანი არ იყო, მაგრამ ლეიბი და ბალიშI იყო რაღაც კატასტროფა. ბალიში ფაქტიურად არ იყო, დაბტყელებული ბლინივით რაღაც იდო. დამატებითი ბალიში რომ მოვითხოვე არ ქონდათ, ყველა საწოლი დაკავებული იყო და ადიალა დამიკეცეს და ის დამიდეს თავქვეშ, მერე მეორე დღეს ქმარს მოვატანინე სახლიდან ბალიში.
2) კვება- ადგილზე არ კეთდება, გარედან შემოაქვთ,ყველაფერი უგემური, ცომეულია საოცარ ვიდზე, არც გამისინჯია, სამზარეულოში ქალი მუშაობდა, რომელიც ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა და მითხრა არ ჭამო ეს ხაჭაპურები და ღვეზელებიო

ქმარს მოვატანინე სუხარები და კეფირი და დამატებით იმითI ვიცმუცნებოდი.
3) კარანტინი - მე ლუქსი არ შემხვდა და ქმარს რომ ნებისმიერ დროს შემოსვლის საშუალება ქონოდა ლუქსის თანხა გადავიხადე ერთადგილიან სტანდარტულ პალატაში, არავის უშვებდნენ მელოგინეებთან, მაგრამ შაბათ დღეს მოცვივდა მუშების ბრიგადა და შუა სამშობიაროში გიფსო-კარდონით რაღაცის ამოშენება დაიწყეს, ნუ ხმაურზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ეს შავ-შავი კაცები რომ დარბოდნენ დერეფანში გეგონება ეგენი აცრილები იყვნენ ვირუსებზე და ვერაფერს შემოიტანდნენ.
4) ღამე ექთნები ხორხოცებენ ღამე დერეფანში. მე მე4 პალატაში ვიწექი რომელიც ახლოსაა სადაც ეგენი ზიან იმ ოთახთან და მეორე ღამეს ისეთი ხორხოცა ბრიგადა გაიჩითა, რომ ღამე მომიწია გასვლა და კულტურულად გამოლანძღვა.
5) განლაგება აქვს ბანძი სამშობიაროს, ანუ შედიხარ, არის ჯერ მიმღები, მერე პალატები, მერე ბლოკები და საოპერაციოები. შესაბამისად ყველა მელოგინე და იმისი დამსწრე რომელიც გაივლის და გამოივლის ბლოკებისკენ და ამ დროს შენი ოთახის კარები გაიღო, შესაძლოა უცებ ვინმეს შენი ამოგდებული ძუძუ შეეფეთოს თვალებში

მინუსები ძალიან დეტალურად დავწერე, მე პირადად კმაყოფილი წამოვედი, გაგუასთან შედარებით სამოთხეა.
ასევე გაითვალისწინე, მე საკეისრო გავიკეთე და როგორც ვხვდები ნაკეისრალებს უფრო ყურადღებას აქცევენ გართულების რისკი რომ მეტია.
This post has been edited by Mafanya on 12 Mar 2014, 20:35