killerაუ ძმარი ისე მიყვარს შემიძლია პირდაპირ დავლიო.მაკანკალებს.ჯერ ორსულობაში არ გამისინჯავს

ისე თუ ღვინო შეიძლება ხანდახან ცოტა.საჭმელში ერთი კოვზი ძმარი რას იზავს? მე ჩიხირთმაში მიყვარს ძალიან ბერვი ძმარი და კიდევ თევზი ქინძ-ძმარში
* * *
ორსული უნდა მოერიდოს:
• კოფეინის შემცველ სასმელს: ყავა, მაგარი ჩაი, პეპსი –კოლა და კოკა-კოლა; თუ ორსულს ძალიან სურს ამ სასმელების მიღება, მაშინ დღის განმავლობაში მასქსიმუმ 2 ჭიქა შეუძლია დალიოს.
• ალკოჰოლს _ დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მას;
• თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას;
• ჭარბად შაქარს და ტკბილ საკვებპროდუქტებს: კომფეტები, შოკოლადი, ნამცხვერები;
• საკვებში ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს: მარინადები, მწნილები, საწებლები;
• ცხოველური ცხიმის დიდი რაოდენობით მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში;
• კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიც) პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კონსერვანტებს შეიცავენ და შესაძლოა ისეთი საშიში ინფექციის წყარო გახდენენ, როგორიცაა ბოტულიზმი.
• არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს
• ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს;
• თოხლო და უმ კვერცხს.
• ღვიძლისა და შიგნეულობისაგან დამზადებულ საკვებს;
This post has been edited by robi_robi on 29 Jan 2014, 22:55