კი ერთი ადგილია მაგ ყველაფრისთვის
* * *
nanuka15n
დაპირებული რეცეპტები:
1. სპაგეტი ბოლონეზე
ინგრეიენტები - სპაგეტი, ფარში, ტომატპასტა, ხახვი, მარილი, ცხიმი
ვხარშავ ბარილას 3 ნომერ სპაგეტის ჩვეულებრივად მარილწყალში (თუ სულ წვრილი სპაფეტი გიყვარს, 1 ნომერი, 5 ძაან სქელია უკვე) , მერე თუშფალანგი, ცივი წყალი და მერე იგივე ქვაბში ცოტა კარაქში ვშუშავ (თუ კარაქი არ გიყვარს, ზეთში)
რაც შეეხება სოუსს.
გამიკეთებია შერეული ფარშითაც და მარტო ძროხის ხორცითაც. მე მარტო ძროხის ხორცის უფრო მომწონს და ასე ვაკეთებ, თუმცა თუ შერეული გირჩევნია, ღორი პროცენტულად ნაკლები აიღე (70/30 ზე მაგ) თორემ ღორის გემო ექნება ძაან.
დაახლოებით ავიღოთ ნახევარი კილო ფარში.
პატარა ქვაბში, აი როორც ხორცს ვხარშავთ, ისეთი პრინციპით ვხარშავ, წყალს ვუცვლი 1 ან ორჯერ, ცხიმიანობას გააჩნია. და ვხარშავ იქამე სანამ ბოლომე არ დაიშლება და დარბილდება, ანუ ძალიან კარგად მოხარშვამდე.
ვხრაკავ ერთ დიდ ან ორ პატარა თავ ხახვს. ოღონდ აი ძალიან წვრილად ვჭრი და ძალიან დაბალ ცეცხლზე, სულ რომ დადნეს ისე ვხრაკავ და ფერი არ უნდა შეიცვალოს.
რომ მოიხრაკება, ნახევარ ხახვს ვუზამ მოხარშულ ფარშს და ვხრაკავ ერთად.
მეორე ნახევარს კი გადავიტან მეორე პატარა ქვაბში და ვასხამ ტომატს.
ტომატი მე მიყვარს მარნეულის , სხვების გემო არ მომწონს. შUშის ქილებში რომ არის, იმისი ნახევარი მჭირდება ხოლმე.
წყალს ვასხამ ცოტას და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვდგამ რომ არ მიიწვას, ერთი 20 წუთი უნდა დადუღდეს კარგად.
თუ რამე პერიოდულად ვამატებ წყალს. ცოტა თხელი უნდა იყოს. თავსახურის მოხდისას ფრთხილად იყავი, ძააან ისვრის ხოლმე ტომატს, ამიტომ მე დაჟე ვთიშავ ხოლმე, ამოვურევ და ვრთავ ისევ, ან სულ უნდა ურიო მაშინ.
მოკლედ აი უკვე მოთუშული ტომატის სუნი რომ აქვს, გადმოასხამ იმ ფარშს და ხახვს ერთად მოხრაკულს ამაში და ადუღებ უკვე ერთად ერთი 20 წუთი. მარილის მეტი კი არაფერი არ უნდა. კონსისტენციას რაც შეეხება, ძალიან სქელი არ უნდა იყოს, მაგრამ ცალკე წვენი არ უნდა გასდიოდეს. ერთიანი მასა უნდა იყოს, ოდნავ საწებელის პონტში თხელი.
მაკარონში არ ჩაუშვა ოღონდ, ცალცალკე დებ და ვისაც უნდა რამდენსაც უნდა მოისხამს სპაგეტიზე და შეჭამს.
მომადგა ნერწყვი

თუ რამე დაგაინტერესებს კიდევ, მკითხე

2. სპაგეტი კარბონერა
ინგრედიენტები - ლორი, პარმეზანის ყველი, კვერცხი, ცხიმი, სპაგეტი
აქაც სპაგეტის ვხარშავ იგივე პრინციპით.
ამას ჭირდება ლორი ესე 400-500 გრამი. ვჭრი წვრილად და პატარებად და ტაფაზე ვხრაკავ დაბრაწვამდე.
ჩავყრი მერე უკვე გამზადებული სპაგეტიში და ვხრაკავ 4-5 წუთი ერთად.
ამასობაში უნდა გქონდეს დახეხილი პარმეზანი. სამკუთხედ ფორმებში რომ იყიდება, 1 ცალი მყოფნის 2 სპაგეტიზე.
კვერცხს იღებ იმდენს, რამდენ ადამიანზეც აკეთებ სპაგეტის.
ვთქვათ 2 ადამიანზე თუ აკეთებ, 1 სპაგეტი და 2 კვერცხი გეყოფა და ნახევარი პარმეზანი. ლორი ბევრი უხდება, ნუ გემოვნებაზეა, შენ სეიძლება ყველიც მოგწონს ბევრი

მოკლედ აიღებ ამ 2 კვერცხს, კარგად გათქვიფავ და შიგნითვე ჩაყრი დახეხილი ყველის ნახევარ რაოდენობას. ნახევარს იტოვებ.
რომ მოიხრაკება სპაგეტი ლორთან ერთად, ჩაასხამ ამ კვერცხს ყველიანად და ორი კოვზით ურევ რომ კარგად აირიოს ერთმანეთში. რომ მიხვდები რომ კვერცხი მოიშუშა და კარგად არის არეული, გამორთავ გაზს.
ამოიღებ სხვა ჭურჭელში და ზემოდან მოაყრი დარჩენილ ყველს და შემდეგ ზემოდან შავ პილპილს.
ძალიან ბევრი არ უქნა, მაგრამ ამრტო სილამაზისთვისაც არა, ანუ ოდნავ პილპილის ამბავი უხდება.
სულ ეს არის

კარბონერას სულ ნახევარი საათი სჭირდება, აი ბოლონეზეს ფარშის ხარშვის ამბავში სადღაც 2 საათი სულ. ნუ ფარშსაც გააჩნია. ამიტომ ჩემი ქმარი ხორცს ყიდულობს ხოლმე, თვითონ არჩევს რომ ახალიც იყოს და ახალგაზრდა ხორციც და იქვე ატარებინებს და მალე იხარშება მერე : )))
თუ რამე სხვა საჭმელებიც გინდა,ს იამოვნებით