
ამაზე გამახსენდა, გუშინ ლექსოს ვეუბნები, რაღაც ძალიან აქტიურია 2 დრეა ეს ბავშვი რამე ხო არ აწუხებსთქო.
ხოდა რა უნდა აწუხებდესო მეუბნება, დახტის დაკუნტრუშებს თამაშობს რამხელა ადგილიც აქვსო, შეეშვიო. გამოვა და მერე ზალაში ითამაშებსო
აუ თქვენ არ იციტ მე ამ 2 დღის წინ რა დღეში ჩამაგდო სანდრომ, ახლა გამახსენდა რომ თქვენთვის არ მომიყოლია

დავაძინე, შევედი საბანაოდ. აი ახალ გამოსული ვარ, ვიკრემები და უცებ გავიგე ცოტა ბრახუნი, არ მიმიქცევია ყურადღება, ხან იცის ხოლმე ხელს მიარტყავს საწოლს და უცებ მეორე ბრახანი და მოყვა შეშფოთებული ტირილი.
გავფრინდი გიჟივით. მივედი ზის და მოთქვამს. ოდნავ ტუჩები აქვს სტრანნად და რომ ვეკითხები რა გჭირსთქო ხმას არ მცემს, აცმაცუნებს ტუჩებს. დავაკვირდი და შიგნით მოსჩანს სისხლიანი კბილები.
თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა. მარტო ვართ თან. ვეხვეწები გამიღე რომ შემოგხედოთქო, არ აღებს. ვერც ვაფხიზლებ ბოლომდე. ნუ მივხვდი რომ წამოჯდა, გაითიშა და დაარტყა პირი საწოლს. ფისი გინდათქო და კიო.
ღამე აქეთ მომაქვს ხოლმე ქოთანი, უცებ აკეთებს და იძინებს, მაგრამ მარტო აღარ დავტოვე ასე და მეთქი წამოვიდეს თვითონ, ხელში ხომ არ ავიყვანდი.
მივუდგი სკამი, გადმოვიდა, დაჯდა, ცავაცვი ჩუსტები - ისტერიულად თან, მე ვხვნეში უკვე.
წამოდგა და ვხედავ რამდენიმე წვეთს სკამზე, თან ტირის ვერ ჩერდება. შემომხედა შეშფოთებულმა.
კაი არა უშავს დედიკო ცემი ბრალია უცებ რომ ვერ გაგიყვანე ტუალეტში შენ არ ინერვიულოთქო ვეუბნები და გაუშვა ბოლომდე.
ძლივს გავხადე პიჟამო და ჩუსტები , დავაგდე უცებ იქვე რაღაც ტილო რომ ყველგან მოსაწმენდი არ გამხდარიყო.
თან ვტინგიცობ რომ გამხიარულდეს.
სველი საწმენდი მედო იქვე და ზემოთ კი გავწმინდე მაგრამ ფეხის გულებზე ვერ მოვიფიქრე რა მექნა. ტიტველი ტაკოთი ხო არ დავსვამდი სკამზე? ხოდა დავაყენე ამ სკამზე და ცალი ფეხი გავუწმინდე და რომ უნდა გადაედგა საწოლში და მეორე მოეცა, აუსრიალდა ეს სველი ფეხი და ჯერ ხო ზედ დამეკიდა, თან მიარტყა კოჭი სკამს - გადაეხეხა ისე მაგრად და დალურჯებულიც აქვს - კოჭი თან რა მწარეა. ახლა ამაზე ატირდა, ძლივს დაწყნარებული მყავდა.
აი ძლივს დავამშვიდე, ჩავაცვი, ვიკლოუნე რასაც ქვია, ბოლოს გააღო პირი, ვნახე რომ ტუჩი ქონია გახეთქილი, ამოვისუნთქე, დაიძინა. მოვწმინდე გიჟივით, გავრეცხე ამისი ჩუსტები, დანარჩენი ტაშტში ჩავყარე და დავჯექი.
ჯერ ტირილი ამიტყდა და ავიყავნე თავი ხელში. მერე წელი მტკიოდა სასწაულად, უცებ რომ დამეკიდა ეს ეტყობა.
გული აჩქარებული. წამოწოლას ვაპირებდი და ამასობაში წამსკდა ცხვირიდან სისხლი
სანამ ჩემი ქმარი არ მოვიდა, ვიჯექი ისე, სველი თმით და ხალათით. ცალ ხელში ნოვა - ვერც ვწვებოდი ეს სისხლი რო მომდიოდა. ცალ ხელში მუცელი.
მოკლედ მაგარი დრო ვატარეთ. დილით ამას არაფერი არ ახსოვდა. ნინო ეკითხებოდა კოჭზე რა გჭირსო და არ ვიციო ))))