მოკლედ ვიყავი ექოზე გოგოებო.
მომხდომია სახლში კოტრიალი. ჩემი ყელი დაგრძელებულა და გახდა 30.6 ანუ 31-ი ჩამიწერეს. რაც მთავარია დახურულია

პლაცენტაც ცოტა მაღლა ასულა და ისე საგანგნაშო გულისგასახეთქი არ არისო უკვეო, მთავარია ტონუსი აკონტროლო სულო რომ ძლიერმა ტონუსმა არ ჩამოქაჩოსო მუშურ გლეხურად რომ ვთქვა. იმ წუთას ოდავნი ტონუსი მქონდა მარტო-გინიპრალიც დალეული მქონდა მაგნე ბ6-იც და პაპავერინიც გაკეთებული

880 გრამიაო ბავშვიო. ჭიპლარი შარფივით შემოუხვევია ყელზე და ეძინა ნეტარად

არ არის საგანგაშო ბევრჯერ მოიხსნის და გაიკეთებსო-ერთობაო

მენზის მიზედვით 26 კვირის და 3 დღის ვარ. ექოს მიხედვით 25 კვირის და 2 დღის. პირველად აცდა 12 კვირის შემდეგ მენზი და ფიტომეტრია ერთმანეთს. არაუშავს ყველაფერი კარგადააო. დაუთვალიერა რავი ყველა ორგანო შარდის ბუშტით დაწყებული გულით დამთავრებული
წყლები ზედა ზღვარზეაო ნორმისო და მიხედავს ალბათ ექიმიო. რომ ვუთხარი წყალივით გამონადენიც მაქვს ეს დღეები თქო -ეტყობა ან ბაქტერიული ფონია მომატებული ან ინფექციურიო და ეს წყლებიც მაგიტომ გაქვს ცოტა მეტიო. შეხედავს ექიმი და გეტყვისო (ხვალ მივდივარ).
ხომ და ისეთი ბედნიერი გამოვედი ექოდან მეთქი მოდი ენდოკრინოლოგთანაც მივიდეთ მაინც ჯობია იმანაც მნახოს თქო ტელეფონით კი მომცა დანიშნულება მაგრამ ვერ მოვისვენე. ნუ იმან 25-იდან 50მკგ ეუთიროქსზე გადამიყვანა. მეთიპრერდს რომ სვავ მაგიტომაც ხარ კიდე ყველაფერ სიკეთესთან ერთად დასიებულიო. პრედნიზოლონს შეიცავს ეს მეთიპრედი. კი პატარა დოზაა მაგრამ შაქარს წევს ეგ მაღლაო და დიეტა გააგრძელეო, არაფრით ტკბილი არ ჭამოვო. ხომ და რომ გამოვედი ოთახიდან აი წამებში დამეჭიმა წელი და მუცელი. სახლში რომ მოვედი ლიფტამდე 10-12 საფეხურია მგონი კიბის (არ დამითვლია) და ფეხს ვეღარ ვადგავდი

3 ჯერ შევისვენე. მოვლასლასდი და დავწექი ეგრევე.
ვნახოთ ერთი ხვალ გინეკოლოგი რას მეტყვის
ხო სქაშვიულოსნოს ვენები ისევ დილატირებულის-ეს ცნობისთვის გეუბნებიო თორემ აგას გადამწყვეტი მნიშვნელობა ბოლოსკენ აქვსო მსობიარობისკენ თუ იგივენაირად იყო საკეისრპ შეიძლება დაგჭირდესო. მანამდე პროსტა ვუყუროთ ხოლმეო. თან ნემსებსაც ხომ იკეთებო
პ.ს. თქვენი შვილების ფოტოები ვნახე, რა კარგები გყოლიააათ
This post has been edited by nino_sh on 13 Feb 2014, 16:42