მოვედი
ოღონდ უსურათოდ

მოკლედ კახამ ყველაფერი წესრიგშიაო, ჯანმრთელია სრულიადო.
სურათზე ისევ ბევრი იწვალა მაგრამ ხელები ქონდა ამ მაიმუნს ორივე აფარებული სახეზე და როგორც კი სახესთან ახლოს მიქონდა აპარატი, ურტყამდა მუშტებს. ამთქნარებდა თან
მოვატყუე, ექიმებმა დამაბარეს ბევრი რამეებითქო და ჩამოვწერეთქო.
ხოდა ყველაფერზე გიპასუხებ არ ინერვიულოო.
წონა ამოვგლიჯე რასაც ქვია და დამიწერა 1.300

ნამეტანი დიდია მოკლედ. იდეაში 26 კვირის და 2 დღის ვარ, დამიწერა 28.5 კვირა.
და ეს წონა მაგ ვადაზეც დიდია... ზომა მაინც არ მითხრა )))
სიმფიზზე ისევ მითხრა აფერისტი ხარო, კონკრეტული მმ-ები ეგეინ არ დაწერა.
რა ლამაზი გოგოშკა გყავსო მითხრა, პაწუა ცხვირი აქვს, ბანწიკი ტუჩები, თან ბუთქუნაო და დასაჩქმეტიაო )))
ყელი 3.5 სმ დახურული. ანუ ეს 35ს ნიშნავს ხო???
ავიწონე და 64 ვარ

ანუ ამჯერად ამ 1 თვეში 3 კილო მოვიმატე. არადა წინა თვეში 1.
მოკლედ შევედი ქეთისთან. მოვუყევი ჩემი ჩივილები ზმუკუნები, ჰემას ამბები, ეხოს პასუხი, ბავშვის წონა, ჩემი წონა...
ხვალ დამიბარა შარდის ანალიზზე და უზმოზე და ჭამიდან 2 საათში შაქარზე.
მერე ჩამწერა კარდიოლოგთან. ანუ ბავშვზე არა, ჩემი გულის გამოკვლევაზე.
და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება და მერე კიდევ გექნება ეს არითმიები და ჯანდაბებიო, გავაკონტროლოთ
ფტ4, ტსH -იო, მაგისმა ზედმეტმა დოზის მიღებამაც იცის ეგ ამბებიო....
მაგდაზე მითხრა, ისე უთქვამს უბრალოდ რომ გაღიზიანდი და გარემო გაღიზიანებსო, თორემ არასწორი კი არ უთქვამს რამეო.
რკინის გადასხმა მართლა აღარ ღირსო. 58 ჰემოგლობინი კიდევ კი არაა გულის წასასვლელი მაგრამ ცოტაც რომ დაიწიოს არ გვაწყობსო. თან აწი დედის სისხლის შეუერთდება ბავშვისო და დაგდება მოსალოდნელია ისედაცო. მე ვუთხარი აქ გავიკეთებ თითიდან ბატონო და თუ საგანგაშო იქნება რამე მერე მივალ ჰა კაი იქთქო. თუ არადა არათქო. კაიო. 16 მარტს მიწევს მესამე ვიზიტი და მანამდე გაიკეთე და პასუხებით მოდი და მერე ვნახოთო.
ცილის ქვედა ზღვარზე - კიო, ქვედა ზღვარიაო, მაგრამ საგანგაშო არაფერიო. თუ შეძლებ ჭამე ხორცი, 2 კვერცხის ცილა და ყველიო. ხაჭოს თუ შეჭამო - როგორც შეჭამ ჭამეო. მერე გავაკონტროლებ კიდეო და მთავარია უფრო დაბლა არ წამოვიდესო თორემ არაფერი საგანგაშოო.
იმ ძიუკეზეც მითხრა - ძალიან კარგია რომ გაგიკეთაო. აბა რომ ყვები რომ ცხვირიდან სისხლი მომდის ხანდახანო, ვენიდან მომთქრიალებს ანალიზების მერეო და თან იმას გაიძახი ხელ-ფეხი მიბუჟდებაო, ხომ უნდ გვცოდნოდა რა და როგორო და ეგ სასარგებლო ინფოა კოაგულოგრამასთან ერთადო.
ნაყოფზე თქვა დიდია ნამდვილადო, 800 გრამი უნდა იყოს 26 კვირაზეო, მაგრამ 28.5 კვირაც რომ ვთქვათო, 29 კვირაზე 1200 უნდა იყოსო, ანუ მაინც დიდიაო და მოკლედ ვნახოთ ანალიზებიო...
ტონუსზე - აბსოლუტურად მართალი ხარო, შარდის ბუშტის გადავსებამო, სავსე ნაწლავებმაო, გადაღლამ და დატვირთვამო - იცის საშვილოსნოს ტონუსში მოყვანაო. არაფერი საშიში არააო ეგ ნორმაა დღეში რამოდენიმეჯერო მაგრამ დისკომფორტი რომ არ გქონდესო, მიაქციე ყურადღება, ხშირად შედი ტუალეტშიო და თუ კუჭის მოქმედებას უჩივი, მიახმარე ისევ ლინექს ფორტე ან ეუკარბონი ან სანთელი - მოკლედ რომელიც გინდაო ეგ იცი შენო. ეხოზე წესრიგი იყოთქო რომ ვუთხარი, ძაან კაიო.
ეგ მაგაზე არაო, შეიძლება ეხლა იყოო, მერე წახვიდე დაიღალო და მოვიდეს ტონუსში საშვილოსნოო.
მე მაგალითად რომ ვიმშობიარე იმ დღეს მითხრა კახამო ვსო ოკ-იაო და წავედი რუსთაველი მოვიარეო, საქმეები მქონდაო (სად მქონდა ტვინიო დააყოლა თან

) და გავაჩინე იმ დღესო ))))))))
ქამარი ვიყიდე გუშინ და მივიტანე და გამიკეთა, ამიხსნა... ხოდა რომ დაწვები მოიხსენიო და სახლშიც მოიხსენი ხოლმე როცა წამოწვებიო. და თუ მოგეხსნა ცოტა კაიაო და ძაან თუ შეწუხდი ამ ყველაფრის მიუხედავად რაც ვიალაპრაკეთ მაშინ წამალს გეტყვიო და მიიღებო. მაგნებ6 და მეორე თქვა კიდევ მაგნეზია თუ რაღაც არ მახსოვს ან პაპავერინის სანთლებიო. ჯერ არაფერი არ გინდა, ნორმაშია ყველაფერიო.
ჰემოგლობინზე იმ ღვინის დადუღებაზე ვკითხე და სხვას უარს ვეტყოდიო მაგრამ შენთან მოჟნაო, თან იქნებ წნევაზეც წაგვეხმაროსო, მაგრამ ჯერ ჰემატოლოგს მინდა გავესაუბროო და დამირეკე 5 ზე, შემახსენეო და თან შაქარიც ვნახოთ ჯერო.
ზურასთან როდის უნდა ავიდეთქო და რა დროს ზურააო გაეცინა ))) ხოდა თუ გინდა ახლავე აგიყვან თუ დამშვიდება გინდაო , მეთქი არა, უბრალოდ მაიტნერესებსთქო. 34 კვირიდანო. მეთქი წინაზეც ეგრე 34 კვირაზე ავედი და შემდეგზე პირდაპირ სამშობიაროში შევხვდითქო ))) ხოდა კაი ბატონო ცოტა ადრე აგიშვებო )))
მერე ვკითხე ანესთეზიაზე. წინაზე ბოლომდე რომ ვიყავი გახსნილი უკვე, კიდევ დამიმატა ანესთეზია ზურამთქო და საერთოდ ვიცი რომე გრე არ აკეთებენ და ზურა ესე აკეთებს თუ მაშინ დამინდო ცუდად რომ ვიყავითქო. ალბათ დაგინდოო ასე მითხრა. წესით ჭინთვები უნდა იგრძნოო მაგრამ შენ მაგაზე არ ინერვიულო, ამჯერად ადვილად გააჩენ აი ნახე თუ არაო. და მერე დაველაპარაკოთ და ვნახოთ რას გვეტყვისო.
ხოდა ესე, ბაკურიანშიც გაშვებული ხარ ბატონოო, ოღონდ წნევის აპარატითო )))
ვიტამინზე მითხრა პროპრეგნას დანიშვნა მინდაო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ აიტანო.
მერე იფიქრა და ჯერ არ მინდა მოკლედ არაფერი ზედმეტიო...
წყალი სვი დღეში 1.5 -იო თითი დამიქნია. და აი გადავდივარ მგონი ტუალეტში საცხოვრებლად. თან რა შევიტანო ვფიქრობ

sixo-psixo
nino_sh
ვნახე თქვენი მოწერილები
veranik მაპატიე უსურათობა

მოკლედ გადავხედავ ახლა, რეები წერეთ :***
This post has been edited by Tak on 19 Feb 2014, 16:36
Whether you think you can or you can't - you're right.