აუ ეს ცოლ-ქმარი რა შარიანები ვართ მეცინება უკვე ყველაფერზე

სად მოვნახეთ ორმა წყალწაღებულმა ერთმანეთი
გუშინ ჩემ ქმარს კომპი გაუფუჭდა ყველაზე უდროო დროს-კონკურსისთვის ფაილი უნდა აეტვირთა მონაწილეობა რომ მიეღო და ზუსტად ბოლო წუთები იყო დარჩენილი რომ კომპი გადაუხურდა და გაეთიშა.
დღეს ჩემი ბიულეტინის გასაგრძელებლად იყო წასული და უკანა გზაზე მანქანა გაუფუჭდა სავარაუდოდ ძრავია გამოსაცვლელიო

წეღან კიდე სადაზღვეოდან დამირეკეს და ჯერ მომიკითხეს გემრიელად-ცუდად რომ იყავით ეხლა როგორ ხართო. კი გამიკვირდა რა ეტაკათ თქო მაგრამ მადლობა მოვუხადე ყურადღებისთვის. მერე მეუბნებიან ბიულეტინზე ხართ ხომო? კი თქო ხო და ვადა გაუვიდა 16 თებერვალს ბიულეტინს და რა ვქნათ გავაგრძელოთიო? გადავირიე დღეს იყო ჩემი ქმარი ბიულეტენის გასაგრძელებლად კლინიკაში და კი მაგრამ თქვენთან რომ არ მაქვს გახსნილი თქო და როგორო კაცო-ჩვენთნ გაქვს გახსნილიო-სახელი, გვარი, მამის სახელი, ტელეფონი და პირადობის ნომერი ყველაფერი ჩემი იყო

-იუნონაში ხომ გაქვს ისტორიაო

რავიცი ერთხელ ვარ ექოზე ნამყოფი თქო და მგონი კი გახსნეს ისტორია მაგრამ არ დავდივარ მანდ ექიმთან თქო. არაო დადიხარო-ვიღაც ნინო თუ ნატო ჯანელიე თუ ჯანიაშვილი თქვა დამავიყდა

რაზე მაქვს ბოიულეტინი გახსნილი ის მაინც მითხარით ორსულობა მიწერია თუ რა მიწერია თქო და მასე არ ვიციო

აი კარაპს მედლაინიდან გაქვთ დასკვნა მოტანილი და ბიულეტინი მაგის საფუძველზე გაგეხსნათო

რაო კარაპს მედლაინშიც არ გაქვთ ისტორიაო? არა იქაც კი მაქვს -ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებუყლი მანდ და სავარაუდოდ ჩემი ისტორიაც არსებობს მაგრამ ღმერთი რჯული მე ჩემ ექმიმთან მაქვს ბიულეტინი და თან არა 6 თებერვლიდან არამედ 27 ინანვრიდან თქო

კარგით გავარკვევო და გაბუტულმა დამიკიდა ყურმილი.
არა რა გვებრძვიან ყველა მხრიდან