აუ ისეთი დაღლილი ვააარრრ, იმხელა პოსტი გავაშანშალე და წამეშალა

ეს ჩვენ:

ვიყავი ექოზე. ტყუილად არ მირჭვია აქტოვეგინები. კარგად მოიმატა ჩემმა ბიჭმა და 1200 გრამი გამხდარააააა, და წინაზე თუ 1 კვირით ჩამორჩებოდა (10 დღის წინ) ახლა დამიწერა მენზით 28 კვირა და ფეტომეტრიით 27 კვირა და 6 დღე. ახლა ვნახოვთ გინეკოლოგი როგორ გადაზომავს თავისი სანტიმეტრით პარასკევს
ჭიპლარი მოუხსნია და ხელში ათამაშებდა და პირთან მიქონდა "შეჭმას" უპირებდა მგონი

სურათი არ გადაგვაღებინა ვაჟბატონმა თავი ჩარგო პლაცენტაში და შემოტრიალება რომ უნდოდა რამაზის ისე გაგვინაწყენდა რომ თვალებზე აიფარა ხელები შემეშვითო

ყელი 31, ჩემი პლაცენტა მაღლა ასულა ცოტათი და უკვე 19მმ-ია ცერვიკალურ არხამდე დაშორებაო, ურაააააა
ნუ ტონუსი ტონუსობს კაკ ვსეგდა აბა ისე როგორ ეკადრება

სანაყოფე წყლები ნორმალურიაო და კარგიაო ანტიბიოტიკები რომ დაგილევიაო. მოკლედ ექოთი ზე კმაყოფილი ვარ

ანალიზებზე ვიყავი:
ჰემოგლობინი 69 მაქვს აწეულა ეგეც.
ვირუსები: მწვავე ფორმაში არცერთი არაა, ყველა ნეგატიურია, ტოქსოპლაზმა და ქლამიდია ორივე ფორმა ნეგატიური მაქვს.
ციტომეგალოს G ფორმა მაქვს 1.5 ნორმა <2.0. და გერპესი I ტიპის (მარტივი) G ფორმა 2.5 ნორმა <2.0, და II ტიპის G ფორმა (ესაა მგონი მთავარი) 1.5 (ნორმა <2.0).
ანბტიკარდიოლიპინების G ფორმა ცხენის დოზა მეთიპრედის ფონზე ცოტა დაკლებულა და ახლა ნორმის ზედა ზღვარზზეა. M ფორმა ისევ ურიკინებს და მაღალია.
კოაგულოგრამა, თრომბოციტები პროტრომბინი და ა.შ. ისევ ურევს როგორც ყოველთვის. ვიყავი ანგიოლოგთანაც და ფრაგმინის ნემსები და დეტრალექსი დამიტოვა ისევ და 10 დღეში ხელახალი ანალიზები ჩააბარე და კონსულტაციაზე მოდიოო.
აი რკინიგზის საავადმყოფოში ძაიან დავიღალე. რიგში არასოდეს არ ვმდგავარ ხოლმე ყოველვის ეგრევე შევდივარ,. დღეს იყო საგიჟეთი და არ ვიცი მე წოლა და ა.შ უნდა დაიცადოთო, ნუ კი დავჯექი (2 საათი ველოდე) მაგრამ ვაი ამ ჯდომას. ხალხი სავსე, ერთი კუტოკი იყო აი ძალიან სუნი ქონდათ ყველას. ფანჯარა არ გააღოთ გავცივდებითო, ვეღარ ვსუნთქვდი ბოლოს უკვე ლამისაა გული წამივიდა სუნებისგან და უჰაერობისგან და კაკ რას მაგ დროს შემიშვეს.
მოვედი სახლში გათანგული დავეგდე და ვწევარ ახლა,. ხო კიდე ყელი მტკივა ნერწყვს რომ ვყლაპავ -იმედია არ გამირთულდება
აი სურათიც-კიდევ კარგი წასვლამდე გადავიღე, გული მიგრძნობდა ეტყობა მერე არაფრის თავი რომ არ მექნებოდა
This post has been edited by nino_sh on 24 Feb 2014, 21:40