#58553852 · 2 Nov 2021, 10:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს რა თემა გვქონია ))) აი ჩემი 6 თვის მერე დადგა და მეც ჩამოვწერ შეგრძნებებს ))) მიუხედავად იმისა რომ ბავშვი ისევ ბუნებრივ კვებაზე მყავს მკერდი დუბრუნდა თავის ზომას ( ალბათ ლაქტაციას რომ დავასრულებ დაპატარავდება და ვემზადები , თუმცა დიდი განცდა არ მაქვს ) . მუცელი მე დიდი არ მქონია არც წონის მატება დიდად და ამიტო უცებ დავბრუნდი ჩემს ფორმაში, ერთადერთი რაც უცნაურობა დამემართა იყო რომ შავი ხაზი (ლინია ნეგრა) ორსულობის დროს არ მქონდა თუ არ მეტყობოდა და მშობიარობის შემდეგ დამაჩდა, დიავდება და ღიავდება, თუმცა მაინც არ არის ბოლომდე გამქრალი ( 7 თვის ხდება ბავშვი). არ მაიამოვნებს , მაგრამ ვიმედოვნებ რომ გაქრება . ხო, კიდევ დავაფასე ნორმალური მდგომარეობა, ორსულობის დისკომფორტები რომ მომეხსნა მას შემდეგ ვაფასებ კარგად ყოფნას ( ადრე კუთვნილი მეგონა და ახლა ღვთის წყალობად აღვიქვამ))) ) . ორსულობის დაგეგმვიდან დაწყებული ხალიან ყურადღებიანი გავხდი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ, ყველაფერს ვიკონტროლებდი ( როცა მანამდე სისხლის ანალიზიც კი არ მქონდა გაკეთრბული მგონი) და მშობიარობის შემდგომ დამიბრუნდა ჩემი მიშვებულობა ( და არაა მაინცდამაინც კარგი ეს), მიუხედავად იმისა რომ ციკლი ჯერ არ აღმიდგა და რომ გიკეკოლოგთან გეგმიური ვიზიტი 4 თვის წინ უნდა მქონოდა თავისი პაპ ტესტით, ვზივვარ არხეინად და საერთოდ არც ვფიქრობ ჯერ მისვლაზე ( ალბათ მეორე ორსულობის დაგეგმვის წინ ავფორიაქთები ისევ )) ააა, ჰოოო, კიდევ რა გამომრჩა. თავის ტკივილები მაქვს ხოლმე ( ხშირად არა, მაგრამ ადრე საერთოდ არ ვიცოდი), ვაბრალებ ძუძუთი კვების გამო პროლაქტინი რომ იმატებს იმას . უმნიშვნელოა და ამიტო წამალსაც არ ვიღებ, მაგრამ ნუ არ მსიამოვნებს თავისთავად . და კიდევ ბავშვი რომ დაიბადა იმ დღიდან რაღაც არაამქვეყნიური ძალები მომეცა ))) ადრე სულ დაღლილი მეგონა ჩემი თავი და ახლა მართლა რომ მაქვს დაღლის პირობები არ ვიღლები , იმედია ერთიანად არ დამატყდება მერე თავს . და ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ახალ წელს დ დეკორაციებს ველოდები დიდი სიხარულით ( ადრეც მიყვარდა და მაგრამ ახლა ბავშვიც რომ გაიხარებს ვგიჟდები წარმოდგენაზე)) .
|