რა დამემართა გოგოებო დღეს, გაგაცინებთ ცოტას.
წოლითი რეჟიმი არ გამსვლია
ჯერ, მაგრამ დღეს ვიფიქრე ცოტა გავალთქო და ჩავჯექი ამ ჩემს მანქანაში და წააავედიიი, ძაღლი მივაბარე სალონს და მერე მე წავედი (რა მეკეთებინა 3 საათი იქ) სალონს მივაშურე (ბიძაშვილის დაბ. დღეა და ადამიანს მაინც დავემსგავსებითქო) მოკლედ გამოვიპრანჭე, მივაკითხე ამ ჩემს ძაღლს, ორივე გალამაზებულები დავბრუნდით. მაააგრამ მთავარი, დაბ, დღისთვის გამოვიპრანჭე და ვეღარ წავედი. ისე დამახვია წერტილმა თავბრუ ვეღარ ავდექი. ხოდა, ასეთი გაზიმზიმებული გწერთ ახლა

მოკითხვა დუჩისგან (ძაღლი)
This post has been edited by te-amo on 12 Mar 2014, 20:31