killerბოდში მთელი დღეა კლინიკებში დავწანწალებ და ახლა მოვაღწიე ფორუმამდე

მე ვაბარებ ხოლმე მუდმივად კოაგულოგრამას და დედიმერებს ცალცალკე ფასია ეგენი მაგრამ ერთ ცხრილს მაძლევენ ხოლმე პასუხად
keeeeრავი გოგო ნორმაში გაქვს ხოლმე სულ ანალიზები და რათ გინდა მართლა ამდენი ნემსი ცოდო ხარ. ნახე რავიცი მაინც შეხედე, ცხელ გულზე არ მიიღო გადაწყვეტილება
Takმარწყვი შენ გაინტერესებს? დღეს ქავთარაძის გუდვილში ქონდათ
klounadaგილოცავ კარგ ექოს პასუხს
***************
ესე იგი დღეს მოვიარე ბიულეტინის ექიმი, ენდოკრინოლოგი და ანგიოლოგი, ანალიზების პასუხებიც გამოვიტანე მანამდე თან.
ენდოკრინოლოგმა კარგი გოგო ხარ, ტკბილი ისევ არ ჭამოვო. ეუთიროქსი გააგრძელე ისევ 50-იანიო. მეტი პრინციპში მოსვლა აღარ გინდაო სანამ არ იმშობიარებო, თუ მაინცდამაინც ვერ მოისვენებ ტსჰ გადააკონტროლე ერთ თვეშიო. გლუკომეტრი იყიდე და შაქარი ყოველ დღეე იზომეო.
სხვა ანალიზის პასუხები ვერ იყო მთლად ჯანზე

როგორც ყოველთვის. დედიმერებმა მოიმატა ცოტა, ფიბრინოგენებიც კიდევ მაღლა ავიდა და ანტიკარდიოლიპინებიც, ერთადერთი პროტრომბინმა დაიწია სულ ოდნავ. ხომ და ფრაქსიპარინი დამიტოვა ბოკუჩავამაც ოღონდ დოზა გამიზარდა და 0.4-იანიო დეტრალექსი ისევ დალიეო. ისიც ვკითხე ნემსს რომ ვიკეთებ ცოტახანი მიწითლდება ის ადგილი და მიხურს და ალერგიას ხომ არ მაძლევს თქო და არაო, ნუ მიაქცევ ყურადღებასო. მერე რომ გაიგო ღუდუშაურში ვიწექი --ნემსაძე მაგ ამბავში ძლიერია და თუ რამეა მაგასთან მისვლას გირჩევ მე და მშობიარობასო.

. ხომ კიდევ ვკითხე აი უცებ რომ დამეწყოს მშობიარობა ნემსებს რომ ვიკეთებ მაგალითადსაკეისროს დროს სპინალურზე პრობლემა ხომ არ შემექმნება თქო და არამგონიაო-მაინც მეანს კითხე მერეო. წესით ერთჯერადად თუ შეიყვანეს ნემსით ანესთეზია მაშინ არ იქნება პრობლემაო და თუ კათეტერით დაგიდგეს მაშინ შეიძლება გაპრობლემდესო-გააჩნია ბოლო ნემსი როდის გექნება გაკეთებულიო. 10 დღეში ისევ ხელახალი ანალიზები და 2 კვირის თავზე კონსულტაციაო
შემეცოდა ეს ბოკუჩავა, გუშინ გეგმიურ კორონაროგრაფიაზე ვიყავიო და არმოჩნდა რომ 3 ადგილას მაგარი შევიწროება მქონიაო და 3 სტენტი ჩავიდგიო და დღეს უკვე სამსახურში იყო.