NIANU_3ძალიან სამწუხაროა რაც მოყევი

მართალი გითხრა მე დაორსულების შემდეგ აღმოვაჩინე რომ ეგ სინდრომი მაქვს-მანამდე არ ვიცოდი. არავის მოსვლია თავში აზრად მაგ ანალიზების გაკეთება. ორსულობაც საკმაოდ რთულად მიდის მაგ სინდრომის ფონზე. ანუ ხშირია თრომბებისკენ და დენისკენ მიდრეკილება და ან თვითნებური აბორტის რისკია საწყის ვადებზე ან გვიან ვადებზე ნაადრევი მშობიარობის ან ნაყოფის სიკვდილიანობის (ღმერთმა ყველას აშოროს).
მე პირადად თავიდან მარტო კარდიმაგნილით და მეთიპრედით მირეგულირებდნენ სისხლის შედედების ამბებს, მერე ვეღარ გაუმკლავდა ეგ და გადამიყვანეს ნემსებზე (ფრაგმინი, კლექსანი ან ფრაქსიპარინი) და ტაბლეტებზე (დეტრალექსი, მეთIპრედი) ერთად. + 10 დღეში ერთხელ ვაბარებ ანალიზებს დავდივარ ანგიოლოგთან, გინეკოლოგთან და ექოს ვიკეთებ. ანუ სულ უნდა აკონტროლო ყველაფერი რომ რამე ეტაპზე არ გამოგრჩეს არაფერი. ანუ ყურადღებაა მთავარი და ხშირხშირი კონტროლი. მკურნალობა მეტნაკლებად სტანდარტულია-ერთადერთი ანალიზების მიხედვით ნემსის დოზებს აკონტროლებენ-სხვას ვერაფერს იზამ ადამიანი
ჩემი გინეკოლოგი არის მზია ჩიკვაიძე-ქავთარაძის ლეჩკომბინატშია. როგორც რეპროდუქტოლოგი ძლიერი მართლა ვერაა (დავდიოდი წლების წინ და ერთ ადგილს ვტკეპნიდით), როგორც ორსულის მეთვალყურე კარგია-აი მაგ სინდრომს მგონი "გავარტყით" შემთხვევით. ანუ წესით კოაგულოგრამა ირევა ხოლმე და მერე იწყებენ მიზეზის ძებნას. მე ჩემი ანამზეზიდან გამომდინარე (შენარჩუნების პრობლემა მქონდა) უფრო გამაკეთებინა რადგან უცნაური და შარიანი პაციენტი ვარ იცის მაგ ქალმა, თორემ საწყის ეტაპზე კოაგულოგრამა კარგი მქონდა. და ის ანტისხეულები აღმოჩნდა არეული. 18 კვირამდე მარტო გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. 18 კვირიდან-ძალიან თავდაყირა რომ დადგა ანალიზები მერე მითხრა მარტო ჩემ თაზე ვეღარ ავიღებ მკუნრალობასო და ანგიოლოგიც ჩავრთეთ პარალელურ რეჟიმში-მამუკა ბოკუჩავასთან დავდივარ
This post has been edited by nino_sh on 31 Mar 2014, 13:58