ვიყავი გინეკოლოგჰთან. ამწონა და გამზომა

58.6 ვარ ანუ 12.500 მაქვს მომატებული კარგიაო

ჩემი მიმდინარე წამლები დამიტოვა და აქტოვეგინის ნემსები ისევ დამინიშნა 10 ცალი.
კი არაა კარგი ეს ჰიპოქსიები და ტაქიკარდია ბრადიკარდიებიო მაგრამ იმის გათვალისწინებით რაებიც გჭირს და როგორც მოვედით აქამდე ჩათვალე რომ ბავშვი იდეალურადააო-შენი პორბლემებიდან გამომდინარე ამაზე უკეთესად ვერ იქნებაო. რაღაცნაირად დავმშვიდდი მეც და გულზეც მომეშვა.
2 კვირაში-16 აპრილს ისევ უნდა მივიდე. მანამდე უნდა გავიკეთო ტონა ანალიზები: სისხლის და შარდის საერთო, ნაცხის საერთო და ბე სტეპტოკოკებზე ანალიზი ნაცხით, კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი სისხლში, კოაგულოგრამა დედიმერები და ანგიოლოგის კონსულტაცია, ფტჰ, ფტ4 და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, განმეორებითი კტგ, + აუცილებლად უნდა ავარჩიო მეანი და მაგასთანაც მივიდე უახლოეს მომავალში რადგან მძიმე პაციენტი ვარ და ნაადრევის რისკი დიდიაო.
ჩემი შვილი რომ იყო დავარაშვილთან გაგიშვებდიო, მაგრამ შენ ვისთანაც გინდა იმასთან მიდიო. ორსულობაც მძიმედ მიდის და რისკებიც დიდია რომ მშობიარობის დროს რამე ჩეპე მოხდესო და მე გირჩიე და დანარჩენი შენი გადასაწყვეტიაო. მოკლედ მივალ იქეთ კვირას მართლა და ვნახავ დაველაპარაკები. ქორიძესაც ვნახავ, მაგასაც დაველაპარაკები და იქნებ მერე მივიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
მშობიარობას რაც შეეხება მე საკეისროს მომხრე ვარ შენ შენთხვევაში მაგრამ მაინც მეანზეა ყველაფერი დამოკიდებული-იმან უნდა გადაგაწყვეტინოსო. და გამომიშვა 2 კვირით ჭკვიანად და ყოჩAღად იყავი იწექი არ იბოდიალო არსადო.
უნდა მოვყვე რა

ესე იგი მივედი ექიმის კაბინეტთან-გარეთ დგას 3 ცალი სკამი და ზიან: შუბაში და მზის სათვალეში (შენობაში რა უნდა მზის სათვალეს თვალებზე), წითელ კვასკვასა პომადიანი ასაკიანი-მაგრამ არა ხანში შესული ქალი, გვერდით 25 წლამდე გოგო და იგივე ასაკის ბიჭი, ორივენი გაზმანულები-აი ჭკუაზე რომ არ არიან ისე

ვაკაკუნებ ექიმის კარებზე და ვაღებ რომ ვანიშნო რომ მოვედი-იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩაწერილი ვიყავი, მეორეც წინაზე მეჩხუბა არასოდეს არ დაელოდო გარეთ დამიკაკუნე და შემოგიშვებ არ შეიძლება შენი დიდხანს დგომა და ჯდომაო-მაწვენს ხოლმე კაბინეტში და ამ ჩემ კარების შეღებზე ეს დამა ქალი გამოენთო-დაკავებულია გენაცვალე ჩვენ აქ ტყუილად კი არ ვზივართო-ვიცი ქალბატონო მაგრამ უნდა დავნახებოდი ექიმს თქო ხომ და მოკლედ რაღაცეები იბურტუნა ამ ქალმა არ მიმიქცევია ყურადღება. ექიმმა მომაძახა ახლავე გამოვალო. ვდგავარ მოკლედ და რაძი ინწირესა ვუყურებ-ამასობაში ლევანი დაბლა კონსულტაციას აფორმებდა და რადგან დრო უნდა მე ამომიშვა დროის მოგების მიზნით დიდხანს რომ არ იდგეო, მოკლედ ვდგავარ და ვუყურებ არ მიჭირს ისე რომ წაქცევაზე ვიყო-პროსტა გული მიფრიალებდა. ეს ახალგაზრდა გოგო და ბიჭი კი ზიან სკამზე ვითომც არაფერი და ვერ ხედავენ ჩემ კილომეტრიან ღიპს

ჩარგევს თავები მობილურში და არ მიმჩნევენ. ამოვიდა ლევანი და რომ დამინახა ფეხზე ვდგავარ და ის ბიჭი ზის გადაირია ვთხოვ და ადგესო დაანებე მეთქი შენი ჭირიმე თავი დაიკიდე შიზიკები ჩანან თქო. ამასობაში გამოვიდა ჩემი ექიმი და შემაცუკცუკა ოთახში მიდი გეხვეწები საპროცედუროში წამოწექი როგორ შეიძლება რატომ დგახარო იმათ გასაგონად და მალე გავუშვებ და მოგხედავ შენო. მოკლედ ვწევარ საპროცედუროში და მესმის რა ხდება კაბინეტში. შემოვიდა ის დამა ქალი და გოგო. და ეს მზია ეუბნება რომ აი გოგოს ანალიზები ასეთია-არაფერი საგანგაშო არაა ცოტა ლეიკოციტებია მომატებული და ამბები ეხლა მენზი რომ მოგივა ჰორმონები ჩავაბაროთ და ნაცხი გადავაკონტროლოთო, მერე ეს დამა ქალი ეუბნება ამ გოგოს-მიდი შენ გარეთ დამელოდე და ეს გოგოც გავიდა. ბიჭი ისედაც გარეთ იჯდა არ შემოსულა. ვიფიქრე ეტყობა ამ ქალსაც პრობლემა აქვს და არ უნდოდა გოგოს თანდასწრებით ლაპარაკი თქო. და ამ ქალმა ამოიღო ხმა-თან რა ხმა-აშკაარდ რომ ქართველია და ძალათი დამტვრეულად აქცენტით დაიწყო რუსულად ლაპარაკი

ნუ კაკიე ანალიზი უ მალჩიკა-თურმე დედამთილი, შვილი და რძალი არიან ერთმანეთისთვის ესენი-ჯერ ხომ გამეცინა, მერე აღვშფოდდი ჩემთვის-ეს გოგოს გარეთ გაშვება როცა მის ქმარზეა ლაპარაკი რა უბედურებაა თქო. ბიჭს ქონია რაღაც პრობლემები და ექიმმა უთხრა რომ ვირუსებზე გვინდა ანალიზი სპერმა არ აქვს კარგიო და ბლა ბლა ბლა. ნუ მოკლედ ეს ქალი უკნმაყოფილო იყო რომ მის შვილს ჭირდება წამკურნალება და არა რძალს

მერე ეუბნება ექიმს ისევ ქართულნარევი დამტვრეული რუსულით (ენას რატო იტეხაცვდა ვერ მივხვდი აშკარად ქართველი იყო) ახლა კ დერმაწოლოგუ უნდა შევიყვანო მოი მალჩიკიო ;D რატომო და ქერტლები აქვს ჩემ ბიჭუნასო

მოკელდ მალე გაუშვა ეს სასტავი მზიამ მაგრამ აი ვიხალისე რაა-ჯერ ის გოგო შემეცოდა ძალიან ეგეთი დედამთილის ხელში, მერე იმ ბიჭზე მომეშალა ნერვი ჩმორიკივით რომ ჯერ სკამიდან ვერ აეტყავა და მერე ისე აქვთ ოჯახში საქმე რომ თვითონ გარეთ ელოდებოდა ცოლი და დედიკო შეუშვა კაბინეტში (დედამისს საერთოდ რა უნდოდა იქ ვერ მივხვდი).
მომიბოდიშა მერე ექიმმა ცოტა უცნაური ხალხია და უნდა გამეშვა შენ წინ არ დამაცდიდნენ შენთან ნორმალურად კონსულყაციასო.