ვიცი ძალიან რთულია, მაგრამ ეცადე არ ინერვიულო. მითუმეტეს თუ ექიმები გეუბნებიან რომ ყველაფერი კარგადაა ეხოზე. გინეკოლოგი რას იძახის? მე, რომ მქონდა ყავისფერი გამონადენი კოაგულოგრამა დამინიშნა და იმის მიხედვით მომიწია მერე ფრაგმინი 2500ის ნემსის დაწყება, მას მერე აღარ მაქვს გამონადენი. ეს ორი დღეა სიმპტომები გამიქრა თითქოს, შემეშინდა ძალიან და გავიქეცი ეხოზე, მითხრეს ყველაფერი კარგად არისო და მეც დავმშვიდდი. ზუსტად იმ საღამოსვე ისევ გულისრევის შეგრძნება მქონდა და თითქოს სიმპტომების დამიბრუნდა.

მოკლედ არ იცი რა როგორ იქნება, მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მეც დაახლოებით შენხელა ვარ 8 კვირის და 5 დღის, 5 დღით მისწრებ. აბა წარმატებები!