მე მაპაწიეთ

დღეს დილიდან 12ზე გაკვეთილი მქონდა, სანდროც გავამზადე, მეც, იქ საუზმე იქ ის იქ ეს, მერე 3ის ნახევრამდე გაკვეთილზე ვიყავი, მერე დედაჩემს გამოვუარეთ, ლექსო დავტოვე სამსახურში და წავედი საბოდიალოდ.
ეტლები ვანახე რაღაცეები დედაჩემს, კითხვები მქონდა ზურგის ამბებში ახალშობილზე, სანდროს ტანსაცმელი ვუყიდე მაზერქეაში.
მერე ნექსთშიც შევიარეთ, იქაც 1 საროჩკა ვუყიდე, მერე ჯიპისიმდე მივღოღდით წიგნი მინდოდა ჩემი ნათლულისთვის და უცებ დედაჩემმა არკაში დაინახა იმენნა წიგნების მაღაზია და შევედით იქ და ვეღარც გამოვედით

ხოდა მერე წავედით, მოვიარე ვაკე, ვეძებდი სპორტულ მაღაზიას რამეს და არ გაიჩითა არაფერი და ბოლოს შევედით 4 სიზონში, ვჭამეთ და ახლა შემოვიარეთ ვერაზე.
აიღებს რაღაცეებს დედა და გავალთ მის მეგობართან, სანდროს საყვარელ ნათლიასთან ანუ )))
მერე უნდა მივიდე სახლში, დავბანო ეს უსწრაფესად და დავაწვინო, თორემ ხვალ ბაღში მიმყავს.
ხოდა აი გადარბენა მაქვს

ასე 9 -10 სკენ შემოვივლი და თU არ გექნებათ უკვე ახალი თემა, გაგიხსნით.
პროსტა სიაში ჩავასწორე მგონი რაღAცეები და არ ვიცი რამდენად შეძლებთ უჩემოდ გახსნას

მოკლედ ვეცდები შემოვიჭყიტო

პ.ს. დღესაც ვინერვიულე (((
პეტრიაშვილის შუქნიშანზე ვიდექით დედაჩემს რომ მოვაკითხეთ და მწვანე იყო და წინ ტაქსისტი არ იძვროდა ადგილიდან და ლექსომ მიუსიგნალა.
ხოდა გადმოხტა ამ ტაქსიდან ვიღაც პათოლოგი (მგზავრი) ან ნასვამი იყო ან კაიფში, იარაღი ქონდა გაყრილი ქამარში და მოვარდა, ჯერ მე მიტრაკებდა რას ასიგნალებო, ეგონა ეტყობა მე ვიჯექი საჭესთან, მერე მიხვდა და მიადგა ლექსოს, ღრიალებდა, რატო ასიგნალებო.
ჩაწეული გვქონდა ყველას ფანჯრები და აი ხედავდა რომ 2 ქალი ვიჯექით, აქედან ერთი უფროსი, მე ორსული და უკან 4 წლის ბავშვი.
წაიღო ამ ქამარზე ხელი, ლექსო არ აყვა კიდევ კარგი, მაგრამ აი წკიპზე იყო. თან ის იყო არაპროგნოზირებად, თან სანდროს პონტშI დავიძაბე, მერე უკნიდან ვიღაცეები მოეპარნენ ამ ბიჭს და წამოუთაქეს, ნაცნობები ეტყობა და იმათ გაეკიდა და ჩვენ წამოვედით.... ენივეიზ, ძლივს მოვითქვი სული
Whether you think you can or you can't - you're right.