kudrachaერთხელ ჭამს მარტო. იღვიძებს, წევს თავისთვის, ლაპარაკობს და მელოდება როდის მივუტან საჭმელს. არ ტირის, მაგრამ ჩემი ქმარი წამომადებს ხოლმე მაშინვე, ბავშვს შიაო

მეცოდება მშიერი რომ იყოს და ვდგები

ჩაბჟირებით არაფერზე ბჟირდება, მარტო დაბანის დროს ტირის ძალიან, კივის. სხვა დროს თუ რამე უნდა მარტო წუწუნებს და საცრემლე დახურული თვალიდან ცრემლები სდის ღვარღვარით

როცა ვიცი რომ რამე აწუხებს, რა მომასვენებს. არადა 6-ზე იძინებს საღამოს და გაიღვიძებს დილის 4-ზე აბა რა იქნება.
ყველაზე სასაცილოა ჭამის მერე დაძინება. მღერის

თავს აძინებს თავისივე სიმღერით. ჯერ ზუზუნით იწყებს და მერე უმატებს. წუხელ შემოსძახა კარგი მრავალჟამიერი და არ გვაძინებს არც ჩვენ
This post has been edited by sopo1977 on 24 Apr 2014, 11:00