გამარჯობათ დედიკოებო

ესეიგი ამ ექიმებმა სულ სულ გადამრიეს
ჩემი ბავშვი 10 თვისაა, უბნის ექიმმა თავიდან რომ გამოვიყვანე სამშობიაროდან მითხრა ცოტა აცდენა აქვს ნაოჭებისო მენჯებშიო და 2 პამპერში ჩააცვი ხოლმეო, ხოდა ვაცმევდი მეც.
მერე მივიყვანე მიქელაძესთან კურაციოში, ახლაც მასთან დამყავს და მითხრა არაფერი არ ჭირს და მოხსენიიო ხოდა მოვხსენი, მერე არა იყო აქტიური ბავშვი და გიდნა თუ არა რატომ არ ცდილობს წამოდგომასო გადამეკიდნენ ბებიები და წავიყვანე ძიძიგურთან, გასინჯა და არაფერიც არ ჭირს რა გინდათო, როცა დრო მოვა ყველაფერს იზავსო, არც მასაჟი არ უნდაო, ძველი საბჭოთა გადმონაშთიაო, დავმშვიდდი და წამოვედი.
შემდეგ მაინც დაზღვევით გვეკუთვნოდა ნევროპათოლოგის კონსულტაცია და ავერსის კლინიკაში მითხრეს, აუცილებლად უნდა მასაჟიოდა იქიდან გამომდინარე რომ არაფერს ავნებდა მაინც, და თან გოგოა და მეთქი ფეხის ფორმას უფრო გაულამაზებსთქო დავიწყე

მასაჟისტმა აცდენა ისევ არისო, ეს ექიმები სულ გადაირივნენო, როგორ არ უდნათ მასაჟიო (თავის ბიზნესზეც ღელავს ალბათ) და გდამაღებინა სურათი და აქ დამიწერეს ორმხრივი დისპლაზია მენჯების და გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა?
ვეღარ გავიგე ძალიან ვინერვიულო, ისე რა თუ არა, ახლა მაინც ვღელავ

სანამ ექიმამდე მივალ მოვკვდები