სიხო დადიოდა მაგასთან და ძაან კმაყოფილი იყო.
და ეგ თემა რომ წავიკითხე, ვერ ვისვენებდი მერე სულ.
მაგრამ ნუ იასნია კმაყოფილი პაციენტებიც რომ არ ყავდეს, არ იარესებებდა...
ვერ ვხვდები რატომ არ უჩივის ხალხი პროსტა.
ეგ განა ერთი შემთხვევაა, მერე ძაან ბევრი გავიგე კიდევ ((((
garfield1Jane_Lnino_shდიზაინერს რაც შეეხება.
მოკლედ ეს დიზაინერები საქმე სყოფენ ორ ნაწილად.
ინტერიერის დიზაინი და ავეჯის დიზაინი.
ინტერიერის დიზაინი მოიცავს ყველაფერს გარდა ავეჯის დეტალური დიზაინისა.
ანუ ავეჯის ზომას კი სვამენ "კადრში" მაგრამ რა ფქტურა იქნება, შიგნით უჯრა, ზომა ზუსტი დეტალების, სახელური და ბლაბლა არა. ნუ სამზარეულოსთვის ეს მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ, ზოგადად მოჟნა კიდევ ისე გამოძვრე.
ფასიც ითვლება შესაბამისად.
კვადრატული - 5$ ისიც და ცალკე ისიც 5$.
ხოდა ჩვენ ავირჩიეთ მარტო ინტერიერის დიზაინი.
კარადებს მე თვითონ ვიზამო ლექსომ.
ნაღდად არ მქონდა ახლა მაგისი 1000$

მაგრამ იმაზე შევთანხმდით რომ კარადებამდე რომ მივიდოდა საქმე, ახლიდან განგვეხილა, იქნებ მოგვდომებოდა კიდეც... მივეცით ავანსად 200$ და მერე უნდა მიგვეცა კიდევ 200$.
ამ ინტერიერის დიზაინზე კიდევ ხო დავაკლებინე და 515$ ის ნაცვლად შევთანხმდით 400ზე.
ვკითხე რამდენი ხანი დაგვჭირდებათქო და წესით 1 თვეში უნდა მოვრჩეთო. ნუ ოქეი.
დიზაინერის ფუნქცია-მოვალეობაში შედის:
ფერები, ზომები, აზომვითი ნახაზები, 3დ რენდერები, ელექტრო წერტილები, გათბობა, გაყვანილობები - აი ყველაფერი მოკლედ რა. სად რა იქნება და რატო და როგორ მილიმეტრებში და ფერების ზუსტ ტონებში.
ასევე ინFოებით მომარაგება, მაღაზიებში სიარული... დაჟე თუ ენდობი, უნდა წავიდეს და თვითOნ აარჩიოს.
+ მუშებისთვის ნახაზების გაკეთება, ახსნა და თავზე დადგომა, რომ ზუსტად ის იყოს, რასაც დაგვპირდა.
ენივეიზ - დავიწყეთ სველი წერტილებით. ნუ რამდენჯერმე ფერი შევცვალეთ ტრალი ვალი.
გააკეთა ამ რენდერებში ნიჟარის ტუმბო და კარადაც...
ხოდა ერთ დღესაც მოვიდა და ანუ ავეჯიც გინდათო ხო თქვენო.
მეთქი აააარაააა?! ხოდა რა ვიცი აბა მე დაწყებული მაქვსო და.
მეთქი რა ვიცი არც მიფიქრიათქო, მე კარგად ვერ მივხვდი ეტყობა რას გულისხმობთქო. როდის გითხარი რო ავეჯიც გვინდათქო. ნუ მოკლედ აქეთ-იქეთ, გავიარეთ ეგ სიტუაცია და გაიგო, რომ არ გვინდა ჯერ ეს ავეჯი
ამ აბაზანებს გჩუქნითო - 35$ზეა ლაპარაკი და ვფიქრობდი კიდეც მერე დავუმატებ თუ კმაყოფილი ვიქნებითქო.
იმის მერე ეტყობა მიხვდა, რომ არ უღირს 400$ად თვეზე მეტი მუშაობა და შეეცვალა მიდგომები.
სულ წუწუნებდა რენდერის შეცვლაზე, როჟებს კერავდა. 5 წუთი დაგვაგიანდა ერთხელ და როჟით იყო, თვითOნ რომ დააგვიანა, ისე გვებაზრა, თითქოს არაფერი მომხდარა.
ნუ მოკლედ, აი მოსაყოლად ძნელია, მაგრამ ნიტოდ მიდიოდა რა.
ამ მაღაზიებშიც ხო ერთად დავდიოდით და რამე სხვა ზომა თU მომეწონებოდა კაფელის, ეგრევე ბლოკავდა,
უკვე დახაზულია იმ ზომაზეო.
ნუ მესმის, გადანაჭრელების გარეშე იასნია უკეთესია, მაგრამ მრიჩევნია იყოს ის გადანაჭრელი და უფრო ლამაზი იყოს ხო?
ხოდა ბოლოს ავარჩიეთ ერთ-ერთი აბაზანისთვის ლურჯი კაფელი და თეთრს ვეძებდით მაგის ზომას + დეკორს.
ვერ ვიშოვეთ ეს თეთრი ძაან დიდი ხანი. და ბოლოს ერთ მაღაზიაში შევდივარ და ვხედავ აი ზუსტად იმ ლურჯს თავისი თეთრიანად რაც მინდოდა რომ ყოფილიყო. სულ სულ ზუსტად იმას.
იასნია ზომა სხვა. ამაზე უკვე გაჭედა, ძაან მხმარობთო და ესო დედას ვფიცავარ ბოლო რენდერიაო და სამზარეულოსაც დღეს ვიწყებ და ხვალ უნდა მოვრჩეთო, აღარ მიღირს ამდენი მუშაობს ამ თანხადო. ყველაფერს თავისი ლიმიტ იაქვსო. მოკლედ.
ნუ ავუხსენი, რომ მაშინ დროის ლიმიტზე, რენდერების რაოდეონაბზე, ნახაზების რაოდენობაზე და ა.შ. უნდა გავეფრთხილებინეთ. და ასე არ გამოვათქო.მეო სხვა პროექტი მაქვს დასაწყებიო, მეთქი სორი მაგრამ მაგის გამო ისეთ აბაზანას ვერ გავაკეთებ, რომლითაც არ ვიქნები კმაყოფილითქო.
ჩემი პირველი სახლია ფაქტიურად და ისეთი უდნა იყოს, როგორზეც მიოცნებიათქო. და დიზაინერი მაგისთვის მჭირდებოდა, თორემ დალტონიკი არც მე ვართქო.
ვერ შეიგნო და აწიკვინდა, ყვირილი დაიწყოსავით რა მანქანაში. ლექსომ ითმინა იტმინა და რომ დაინახა რომ ხმა ამიკანკალდა ვეღარ შეიკავა თავი და ჩაერია.
ნუ იმან ხმას ნუ უწევო, ამან მკიდიხარო და ასე.
მერე ლექსო გადავიდა მანქანიდან და ეს მეუბნება - დავივიწყებ ესე რო მელაპარაკაო და გავაგრძელოთ მუშაობაო

ხოდა მოკლედ თან ქონდა ის 200 $, დავუთვალე თავის ავეჯებიანად ორივე აბაზანა, მივეცი ის 60$ და
დანარჩენი 140 დავიტოვე. წაკუსკუსდა ყოჩაღად.
დღეს ბოლო რაღაცას გამოაგზავნის და მორჩა კინო.
პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი გააკეთა და ამასობაში მილიონი იდეაც მომივიდა დანარჩენ სახლზე, მაგრამ ნუ სამზარეულოც რო მოგვესწრო კაი იყო

აწი შევუდგებით მე და ჩემი ქმარი ჩვენი დროის გათვლებით და სხვების როჟების გარეშე ჩვენს სახლუკას

პ.ს. თემას გავხსნი ახლიავეეე
This post has been edited by Tak on 2 May 2014, 16:23
Whether you think you can or you can't - you're right.