აი ყველა... დედჩემი 13546354343545435 ჯერ რეკავს დღეში და ვაი ჩემს დღეს უბედურს თუ მეძინა, იწყება რეჩი რომ ამდენი ძილი რა ამბავია, ამიტომაც ვიმატებ, გადი გარეთ იმოძრავე და ა.შ.
აქეთ ჩემი ქმარი ტექსტებით ,,კიდე გძინავს გოგო?" და ტონი აქვს ისეთი დამნაშავედ რომ ვგრძნობ თავს

ჩემი დაქალების წიკვინი ტელში ისევ გძინაააააააააააააავს?
და აი ცუდი სიტყვების თქმა მინდება ხოლმე რააა...
ვერავის გავაგებინე რომ უბალოდ იმდენად მოდუნებული ვარ რომ საკუთარი თავის ტარებაც კი მიჭირს არათუ სადმე წასვლა და რამის კეთება...
ანამ გუშინ გამომიცხადა გეტყობა რომ გეზარება სსაჭმლის კეთება უკვეო და უგემურიაო და დარჩა დედაჩემთან რამე გემრიელობას გამიკეთებსო

ყველა გარეთ გარბის და ვრჩები მარტო სახლში და ხან და ხან ისე ვარ უბრალოდ ვინმემ წყალიც რომ მომიტანოს საწოლთან უბედნიერესი ვიქნები... მარტო ჩემი ცუგოა სულ ჩემთან, წყალი ვერ მოაქვს მაგრამ სულ მეფერება და ჭკვიანი თვალებით მიყურებს, თითქოს მაკვირდება როგორ ხასიათზე ვარ
მგონი დეპრესიაში ვარ
This post has been edited by parikutini on 8 May 2014, 12:36