აბა გაგვიიზიარე რაა ეგ პლაზმაფერისი... იმდენი რამე ვცადე და))) კიდე ოზონო-თერაპიას მიქებენ საშვილოსნოსი, ძალიან კარგიაო
http://www.aino.ge/4.html ოზონოთერაპია გინეკოლოგიაში
ოზონოთერაპიამ გამოყენება ჰპოვა გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობაშიც, რადგან სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიების ჩამოყალიბების ერთ - ერთი მთავარი მიზეზია, განსაკუთრებით რეპროდუქტიული ასაკის ქალბატონებში. მწვავე და ქრონიკული პათოლოგიების მკურნალობისას ოზონოთერაპია გამოიყენება როგორც ძლიერი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული საშუალება. გარდა ამისა დაზიანებულ უბნებში ოზონი აღადგენს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას. მიკროცირკულაციის ნაწილობრივ აღდგენის შემთხვევაშიც კი ავტომატურად აღდგება ყველა ორგანოსა და ქსოვილის სისხლით მომარაგება, დაზიანებულ უჯრედებში აღდგება ნივთიერებათა ცვლა, აქტიურდება უჯრედული იმუნიტეტი, მცირდება ფიბროზული უბნები დაზიანებულ ორგანოებში ხდება მიკროთრომბოზებისა და მიკრონეკროზების პრევენცია. თერაპია ტარდება ოზონირებული ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინექციის ფორმით დღეგამოშვებით თორმეტი პროცედურა, ხოლო შემდეგ კვირაში ორჯერ დიდი აუტოჰემოთერაპია - რვა პროცედურა.
ოზონი და ჰერპესი
ორგანიზმში შეღწევისა და დამკვიდრების შემდეგ ჰერპესის ვირუსი რჩება ორგანიზმში მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ჰერპესი სერიოზულად აქვეითებს იმუნიტეტს. დღესდღეობით არსებობს ამ დაავადების მკურნალობის შესანიშნავი მეთოდი – ოზონოთერაპია. ჩვენ ინტრავენურად შეგვყავს ოზონი, რომელიც ასრულებს დამჟანგველის როლს და არეგულირებს თითოეული ორგანოს მოქმედებას. ოზონოთერაპია ხელს უწყობს იმუნიტეტის გაუმჯობესებას. ჟანგბადის მიღების შემდეგ ორგანიზმი იწყებს ინფექციის თვითლიკვიდაციას. თავისუფალ მდგომარეობაში მყოფ ვირუსებს ოზონი შლის, რის შემდეგ პაციენტს შესაძლოა წლობით აღარც გაახსენდეს ჰერპესის ვირუსის არსებობა.
ოზონოთერაპიის წინააღმდეგჩვენებები
• სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევა
• ფარისებური ჯირკვლის დაავადებები
პროცედურის ჩატარება
მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებს დასამუშავებელ ზონაზე უსვამენ გამაუტკივარებელ კრემს. აირი, რომელიც ხვდება კანში, ზემოქმედებს მასზე და იწვევს მსუბუქი წვის შეგრძნებას.
ოზონისა და მკვებავი ნივთიერებების კონცენტრაცია კოქტეილში განისაზღვრება ინდივიდუალურად ჩვენებებიდან გამომდინარე. თვით პროცედურა საკმაოდ მარტივია – კოსმეტოლოგი ჩხვლეტს კანს წვრილი ნემსით და შეჰყავს ნარევის მცირე რაოდენობა ოზონის სათანადო კონცენტრაციით.
პროცედურის ხანგრძლივობა განისაზღვრება ზემოქმედების ადგილით: სახეზე – 15-20 წუთი, დუნდულები, ბარძაყები და ზურგი – 20-30 წუთი. ოზონოთერაპიის კურსი შეადგენს 10-20 პროცედურას და ტარდება 1-3-ჯერ კვირაში.
გინეკოლოგიაში ოზონი გამოიყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ენდოცერვიციტების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ენდომეტრიტების და ა.შ. სამკურნალოდ.
ოზონოთერაპია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• ორსულობის ბოლომდე მიყვანის შეუძლებლობა (რომლის ყველაზე ხშირი მიზეზებია უროგენიტალური ინფექციები და ნეიროჰუმორალური დარღვევები)
• უროგენიტალური ინფექციები: საშოს სანაცია ფურაცილინის ოზონირებული ნარევით და საშოში ოზონისა და ჟანგბადის ნარევის შეყვანა
• ორსულობის გესტოზები
• ორსულთა ანემიები, რომლებიც გვხვდება შემთხვევათა 50-80%-ში; ამ ფონზე კი ადრეულად ვითარდება ფეტო-პლაცენტარული უკმარისობა, რასაც მოსდევს ნაყოფის ჰიპოქსია და მისი განვითარების შეჩერება.
• ფეტო-პლაცენტარული უკმარისობა: მისი წარმოშობის მიზეზი მრავალგვარია, მაგრამ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს საშვილოსნოს და პლაცენტის სისხლის მიმოქცევის დარღვევა ნაყოფთან საკვები და ენერგეტიკული რესურსების, ჟანგბადის, იმუნოგლობულინებისა და სხვ. მიწოდების დაქვეითების გამო.
• საშვილოსნოსშიდა ინფექცია, ოზონირებული ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური შეყვანა.
http://gvaramia.com/index.php?do=pages&cat...ry_3=0&lang=geo