მე გავიკეთე ინსემინაცია შარშან ზაფხულში რეპროარტში თეა ჩარკვიანთან, თუმცა უშედეგოდ. ინსემინაციის დღეს ეხოც არ გაუკეთებია რომ ენხა გახეთქილი იყო თუ გასახეთქი. 33 მილიონი სპერმა შემიყვანეს. სპეციალურად შვებულება ავიღე იმ პერიოდისთვის და 3 დღე ვიწექი, იშვიათად ვდგებოდი, ვცდილობდი მძმე არ ამეწია. თუმცა რომ მითხრა თარიღი ტესტის გაკეთების, იმ ღამეს ბედნიერად მომივიდა. შეგრძნებების რა გითხრა, თვზე საყრელად მქონდა, ხშირი შარდვა, მკერდის საოცარი ტკივილი, მუცლის ქვედა მხარესაც ვითომ შეგრძნებები, მერე ვფიქრობდი, ეტყობა ფსიქოლოგიური იყოთქო. მაგრამ ახლა თემურ გაგნიძესთან კონსულტაციის მერე ვფიქრობ, რომ ორსულობა დადგა, თუმცა ამ ანტისხეულებმა ხელი შეუშალეს იმპლანტაციას

იმედია შენთან ყველაფერი კარგად გამოვა, რაც ძალიან გამიხარდება. ისე ვისთან გაიკეთე? მე თან სტიმულაციები არ დამჭირდა, თავისით კარგად მოდიოდა, ამიტომაც მხოლოდ ერთი ფოლიკური მომწიფდა გასახეთქად. და ერთი ნემსი დამინიშნა ინსემინაციის 2 დღით ადრე, ქორიომონი
* * *
ემბრიოტოქსის გენ.დირექტორი თემურ გაგნიძეა, რომელიც ადრე ჩაჩავაშიც მუშაობდა და ჟორდანიაშიც და ორივეგან ამ იმუნოლოგიური უშვილობის განხრით. რაღაც უამრავი გამოგონებები ქონია, კაბინეტის მთელი კედელი პატენტებით ქონდა სავსე და თვითონაც მითხრა, ამ ანალიზზე (ანსისპერნული ანატისხეულები სპერმაში/ნაცხში) შოთა ნიშნიანიძე არ გეტყოდათო, ეს მისი პროფილი არააო, არადა ისიც ანდროლოგია და ძლიერი სპეციალისტი,რათ უნდა მაგას პროფილი? რომელიმე ექიმს არ შეეძო კითვა გაჩენოდა ან იდეა მოსვლოდა, რომ მოდი სხვა მეთოდითაც მოვსინჯოთ ეს ანალიზიო? ამის გამო ყველა იმ ექიმზე ვარ გაბრაზებული, ვის ხელშიც ორივემ გავიარეთ, იმიტომ რომ მართლა ყველა მკითხაობდა და ვერ ხვდებოდა, თუ რა უნდა ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი, ორივეს ყველა ანალიზი თუ კვლევა იდეალური გვქონდა, ჰისტეროსკოპიაც კი გავიკეთე, იქნებ რამე გამორ\ცა ვინმესთქო, თურმე რად გინდა, სულ სხვაგან უნდა გვეძება მიზეზი

. შენი ბრალიაო, ყველა ერთხმად გაიძახდა, ნამეტანი ხარ ჩაციკლული შვილზეა და ამ თემაზეო და ფსიქოლოგთან იარეო და ამრთლაც ვარჩევდი ნორმალურ ფსიქოლოგ, ეს ანალიზი რომ გამოხტა უცებ