გოგოებო, ცუდად მაქვს საქმე

მე ხომ ენდომეტრიოზი მაქვს და ვიზანას ვსვამდი. ინსტრუქციაში უწერია, რომ ამ დროს, ექიმი საჭიროებისამებრ ნიშნავს თავდაცვის საშუალებას, აბები არ შეიძლება. ჩემთვის არ დაუნიშნავს. დღეს ციკლიდან 32-ე დღეა, არ მომსვლია. ტესტი გავიკეთე და ერთი ხაზია

ექიმს მივწერე მაილზე, რადგან საზღვარგარეთაა და მიპასუხა, რომ არსებობს ფეხმძიმობის რისკი ვიზანას მიღების დროს, მაგრამ ნაკლებად. გადაცდენაზე - დაველოდოთო.
ანოტაციაში არაფერი წერია უკუჩვენებებში ციკლის შეწყვეტის შესახებ, ფეხმძიმობაც ნაკლებად მგონია, 28 დღიანი ციკლი მაქვს და ოთხი დღის გადაცილებულზე ტესტი აჩვენებდა. ერთადერთი იმის მეშინია, რომ თუ რაღაც სასწაული მოხდა და ფეხმძიმობაა, ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვიზანას მიღება. რომ შევწყვიტო ჩემით არც ეგ შეიძლება, ერთი ჩავარდნილი აბიც კი ამცირებს მკურნალობის შედეგს.
ამ პრეპარატის შესახებ ძირითადად რუსულ ფორუმებზე წერენ გოგოები, ამდენი რუსული არ ვიცი

სახლშიც ვერავის ვეუბნები, არ მინდა, ცრუ იმედები გაუჩნდეთ, რომ შესაძლოა ფეხმძიმედ ვარ